ტიტულები ისევ მწყურია

AutoSharing Option
მასიმო მორატი ტიტულებს მომავალ სეზონშიც ელის. "ინტერის" პრეზიდენტი მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივის და ამბობს, რომ ახალი ჯილდოები უკვე მოპოვებულებზე არანაკლებ გაახარებს.

"ტიტულების მოგება ისევ მინდა, გასული სეზონის ტრიუმფმა მოტივაცია ოდნავადაც ვერ შეგვიმცირა. ასე ფიქრობს ჩვენი კლუბის თითოეული წევრი და გულშემატკივარი. უახლოეს პერიოდში უნდა მოვიგოთ იტალიის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რითაც ჩემი მეგობრის, ხუა ლაპორტას "ბარსელონას" მიღწევას გავიმეორებთ. ეს იქნება ჩვენი შრომის ლოგიკური დაგვირგვინება. თუმცა ცხადია, მხოლოდ ეს არ დაგვაკმაყოფილებს. ჩვენი მთავარი ამოცანა სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წოდების შენარჩუნებაა",
- აცხადებს მორატი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული