რობერტო მანჩინი "ინტერში" მუშაობას დღეიდან შეუდგება

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გუნდის მთავარ მწვრთნელად რობერტო მანჩინის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის იტალიელი სპეციალისტი უკვე მუშაობდა მილანურ კლუბში 2004-დან 2008 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში მან სამი სკუდეტო და ორი იტალიის თასი მოიგო.

მანჩინიმ "ინტერის" თავკაცის პოსტზე ვალტერ მაცარი შეცვალა, რომელიც გუნდს სათავეში 2013 წლიდან ედგა. მანჩინი მუშაობას დღეიდან შეუდგება.

აქვე გეტყვით, რომ 23 ნოემბერს "ინტერი" იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში "მილანს" შეხვდება.

ამჟამად "ნერაძურის" 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
machini magaria...
Temuri
14:18 16-11-2014
0
ha ha
Temuri
14:27 16-11-2014
0

სიახლეები პოპულარული