შეგახსენებთ იმასაც, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ რაფამ ნეაპოლურ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება იუარა და სწორედ ამის შემდეგ შესთავაზეს მას უკვე 1-წლიანი კონტრაქტი - პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაბეჯითებით განაცხადა, რაფას ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმება არ უყვარს და ამიტომ ერთწლიანი ხელშეკრულებით დავკმაყოფილდებითო.
თუმცა სენიორ აურელიოს კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდა, ბენიტესმა არც ამ კონტრაქტს მოაწერა ხელი და პრესას შემდეგი განუცხადა:
კლუბის მესვეურებთან ერთად კიდევ უნდა ვიმუშაო, რომ დავრწმუნდე, ღირს თუ არა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა. აურელიო დე ლაურენტისს ხშირად ვეუბნები, რომ სადაც არ უნდა ვიყო მე, მან უნდა მიხედოს კლუბს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
ამასთან, ჩემი ცოლი და შვილები ლივერპულში ცხოვრობენ, მათ გარეშე კი უკვე ძალიან მიჭირს - სენიორ აურელიომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ოჯახი".
რაფაელ ბენიტესის განცხადება მეხის გავარდნას ჰგავდა - იტალიური სპორტული მედია დარწმუნებულია, რომ სეზონის ბოლოს რაფა დატოვებს ნეაპოლს, დე ლაურენტისს კი მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"