რობერტო მანჩინის მარიო ბალოტელის "ინტერში" მიწვევა არ სურს

AutoSharing Option
"ინტერის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "ლივერპულიდან" მარიო ბალოტელის ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობაზე ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი "ნერაძურის" აღზრდილია და თან, მანჩინის ხელმძღვანელობით მას "მანჩესტერ სიტიშიც" უთამაშია.

"ვფიქრობ, მარიო "ლივერპულში" დარჩება. მისთვის ეს საუკეთესო შანსია და ის, უბრალოდ, ვალდებულია, ამ კლუბში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს.

მარიოს გაუმართლა, რომ კვლავ ინგლისში აღმოჩნდა და დიდ გუნდში მოხვდა. მან ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას", - აქვეყნებს მანჩინის ნათქვამს ინგლისური პრესა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული