შეგახსენებთ, რომ ბალოტელი "ნერაძურის" აღზრდილია და თან, მანჩინის ხელმძღვანელობით მას "მანჩესტერ სიტიშიც" უთამაშია.
"ვფიქრობ, მარიო "ლივერპულში" დარჩება. მისთვის ეს საუკეთესო შანსია და ის, უბრალოდ, ვალდებულია, ამ კლუბში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს.
მარიოს გაუმართლა, რომ კვლავ ინგლისში აღმოჩნდა და დიდ გუნდში მოხვდა. მან ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას", - აქვეყნებს მანჩინის ნათქვამს ინგლისური პრესა.