გამორჩეულია "სამპდორია"-"ნაპოლის" პაექრობაც, რადგან ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.
ტურინული დერბი
როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსი" საფუძვლიად გადააწყო 4-3-1-2 ტაქტიკაზე. "ვეკია სენიორა" ჩემპიონთა ლიგაზე "მალმიოსაც" ამ სქემით ეთამაშა და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "ტორინოსაც" ასევე დაუპირისპირდება. დიახ, "იუვეს" მეტოქე "ტოროა", ეს კი დერბია თავისი დაძაბულობით და დრამატიზმით...
ფავორიტი "იუვენტუსია", რომელიც შეტევაში ალბათ
"ტორინო" 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს, წინა ხაზზე კი "გრანატას" ორი ექს-იუვენტინო ეყოლება: ფაბიო კვალიარელა და კარვალიო ამაური. განსაკუთრებულად მოტივირებული მაინც კვალიარელაა, რომელმაც გასულ ზაფხულს დატოვა "ბიანკონერი" და შეეცდება დაამტკიცოს, რომ მისი გაშვება შეცდომა იყო.
ვნახოთ, როგორ დასრულდება ტურინული გარჩევა...
"ოლიმპიკო" ფოკუსში
რობერტო მანჩინი არ ამოასუნთქეს, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი "მილანის" წინააღმდეგ ჰქონდა, მომდევნო შეხვედრა კი "რომასთან" მოუწევს და თანაც, "სტადიო ოლიმპიკოზე". მილანური დერბის შემდეგ, მანჩინის თქმით, 5 დღე საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი შეგირდები ახალ ტაქტიკაზე გადაწყობილიყვნენ - ამიტომ, "ინტერის" თამაშში ხარვეზი ბევრი იყო.
საინტერესოა, კიდევ 7 დღე თუ ეყო მანჩინის იმისთვის, რომ ფეხბურთელები 4-3-1-2 სქემისთვის კარგად მოემზადებინა... წინა ხაზზე ისევ როდრიგო პალასიოს და მაურო იკარდის ვიხილავთ, გამთამაშებელი კი ისევ მატეო კოვაჩიჩი იქნება.
"რომასთვის" ყველაფერი ნათელია, რუდი გარსიას გუნდს მოგება სჭირდება, რათა "იუვენტუსი" შორს არ გაუშვას, მიზნის მიღწევას კი დედაქალაქელები ძველი და ნაცადი სქემით შეეცდებიან. დიახ, გარსია ისევ 4-3-3-ს შეარჩევს და წინ ფრანჩესკო ტოტის, ადემ ლიაიჩს და ჟერვინიოს გაამწესებს.
"რომას" მართლაც ურთულესი მისია აკისრია, სკუდეტოსთვის იბრძვის და ისეთ გუნდებთანაც არ დააკმაყოფილებს ფრე, როგორიც "ინტერია" - ამიტომ, გარსია შეგირდებს მოგებაზე დაგეშავს.
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, მანოლასი, ასტორი, კოული - პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი - ჟერვინიო, ლიაიჩი, ტოტი.
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, რანოკია, ჟუანი, დოდო - გუარინი, მედელი, კუზმანოვიჩი - კოვაჩიჩი - პალასიო, იკარდი.
დესერტი
ტურის ბოლო შეხვედრა ორშაბათს გვიან ღამით, გენუაში გაიმართება, სადაც "სამპდორია" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და წესით, კარგი ჯახი უნდა გამოვიდეს. მით უმეტეს, ორივე გუნდი მხოლოდ მოგებაზე ითამაშებს, რადგან "ნაპოლის" ჯერ კიდევ სჯერა სკუდეტოსთვის ბრძოლის, "სამპდორიას" კი ფრეები დაუგროვდა და ნავსის გატეხვაა საჭირო.
გენუელებს შეტევაში უცვლელი ტრიო ეყოლებათ მანოლო გაბიადინის, სტეფანო ოკაკა ჩუკას და ედერის შემადგენლობით.
"ნაპოლის" გამოკვეთილი ფორვარდი ტრადიციულად გონსალო იგუაინი იქნება, სიღრმიდან კი ხოსე კალეხონი, მარეკ ჰამშიკი და დრის მერტენსი შეუტევენ. დიახ, მერტენსი გამოჯანმრთელდა და დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება.
იტალია. სერია A. XIII ტური
შაბათი. 29 ნოემბერი
სასუოლო-ვერონა 21.00
დისკვალიფიკაცია: ძაძა (სასუოლო).
ტრავმა: პეგოლო, მანფრედინი - სალა, მობადი, სორენსენი, მარტიჩი, იანკოვიჩი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 0-3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4=1-5, (13-11)
კიევო-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: ლულიჩი (ლაციო).
ტრავმა: ბოტა, სარდო, ჰეტემაი - ჯენტილეტი, კატალდი, სიანი, პერეირინია.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +5=9-10, (22-30)
კვირა. 30 ნოემბერი
კალიარი-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: კოლომბი, ერიკსონი, საუ, აველარი - როსი, ბერნარდესკი, პასკუალი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +8=8-16, (32-46)
ჩეზენა-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: კაპელი - სტურარო.
ტრავმა: ტაბანელი, როდრიგესი, მარილუნგო, რენძეტი - ფეტფატციდისი, დე მაიო, რინკონი.
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=5-4, (20-23)
ემპოლი-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: ბოაკე (ატალანტა).
ტრავმა: გუარენტე, ლაურინი - რისეტი, ესტიგარიბია, მილიაჩო, ბენალუანი, ფრეძოლინი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4=5-3, (12-10)
მილანი-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: დე იონგი, აბატე, ალექსი - რიერა, სილვა, მურიელი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +23=9-12, (82-48)
პალერმო-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: ასკუა (პარმა).
ტრავმა: ბოლცონი - ბიაბიანი, პალეტა, კასანი, ხორკერა, ბიდაუ, კოდა, გეზალი, მირანტე.
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=6-7, (23-27)
იუვენტუსი-ტორინო 21.00
დისკვალიფიკაცია: პადოინი (იუვენტუსი).
ტრავმა: ბარცალი, კასერესი, ევრა, მარონე, ოგბონა - ბაშა, ლარონდო.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +13=5-2, (38-16)
რომა-ინტერი 23.56
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ბალცარეტი, კასტანი, კურჩი, იანგა-მბივა, მაიკონი, პარედესი - ჯონათანი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 თამაში: +17=18-25, (88-101)
ორშაბათი. 1 დეკემბერი
სამპდორია-ნაპოლი 00.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ვივიანო - ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე.
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +7=7-14, (29-40)
ბომბარდირები:
9 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 7 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), მაურო იკარდი (ინტერი); 6 - კეისუკე ჰონდა (მილანი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ლაციო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"