ვინჩენცო მონტელა ცხრილს არ უყურებს

AutoSharing Option
"ფიორენტინამ" სეზონი ცუდად დაიწყო და კარგა ხანი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ყურყუტებდა, თუმცა შემდეგ მოუმატა, მიჯრით რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ლიდერებს წამოეწია.

15 ტურის შემდეგ ფლორენციული გუნდი მერვე ადგილზეა, თუმცა მესამეადგილოსან "ლაციოს" მხოლოდ 3 ქულა აშორებს. მოკლედ, "ფიორენტინაც" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდთა შორის უნდა მოვიაზროთ, ბოლოდროინდელი პროგრესი კი ვინჩენცო მონტელას ლოგიკურად მიაჩნია:

"სეზონი მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ დიდმა შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს გაცილებით უკეთესი გუნდი გვყავს. ეს პროგრესი ლოგიკურია, რადგან "ფიორენტინას" აქვს რესურსი, მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ფეხბურთელებმა საკუთარი თავის
ირწმუნეს და შედეგად, სტაბილურად მაღალ დონეზე ვთამაშობთ. მარიო გომესმა მკვეთრად მოუმატა და დასანანია, რომ "ჩეზენასთან" შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა.

ასევე, მატი ფერნანდესი უნდა შევაქო, რომელიც სტაბილურად კარგად ირჯება - ადრე მას გამონათებები ჰქონდა და შემდეგ იკარგებოდა, დღეს კი სხვა ვითარებაა. თუმცა ფეხბურთელთა გამოყოფა არაა სწორი, ყველამ მოუმატა და შედეგიც სახეზეა.

ერთხელ ვთქვი, რომ შობამდე სატურნირო ცხრილში არ ჩავიხედებოდი და ასეც ვიქცევი - წინ "ემპოლისთან" მატჩია და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ".

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მე-15 ტურში "ფიორენტინა" "ჩეზენას" ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:1 გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული