წინ კიდევ 8 მატჩია, მათ შორის ორი განსაკუთრებულად საინტერესო - ერთმანეთის პირისპირ რომაული და მილანური გუნდები დადგებიან...
რომი-მილანი
მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი რომში შედგება, სადაც "რომა" "მილანს" უმასპინძლებს. წინა ტურში, ორივე გუნდმა გაიმარჯვა, პოზიციები განიმტკიცა და ორივე შეეცდება, რომ წარმატებული სვლა არ "რომა" ფავორიტია და მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლებს - რუდი გარსიამ ჯერ კიდევ გენუაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ "მილანთან" ურთულესი მატჩი იქნება:
"წელს "მილანთან" მატჩით ვასრულებთ და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. "ჯალოროსის" გულშემატკივრები იმსახურებენ იმას, რომ შობას კარგ ხასიათზე შეხვდნენ.
"მილანს" აღმასვლა აქვს, მაგრამ ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და ვეცდებით, რომ პირველ ნომრად ვიასპარეზოთ".
მთავარი ჯერ არ გვითქვამს, რუდი გარსია დისკვალიფიცირებუილია და მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს. "ჯენოასთან" შეხვედრისას, გარსიას ნერვებმა უმტყუნა, ჩხუბში ჩაერთო და სასჯელიც გამოიწერა.
ფილიპო ინძაგი თავის ადგილზე იქნება და შეეცდება, რომ სწორად წაიყვანოს თამაში. მწვრთნელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან ამ ეტაპზე, "რომას" მართლაც უკეთესი გუნდი ჰყავს.
"როსონერის" შეტევაში ისევ ჯაკომო ბონავენტურას, კეისუკე ჰონდას და ჟერემი მენეზს ვიხილავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სტეფან ელ შაარავი და ჯამპაოლო პაცინი თადარიგში იქნებიან. რაც შეეხება ფერნანდო ტორესს, მას გრიპი აქვს და დიდი ალბათობით, განაცხადში არ იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, მანოლასი, იანგა-მბივა, ტოროსიდისი - კეიტა, დე როსი, ნაინგოლანი - ჟერვინიო, ლიაიჩი, ტოტი.
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - ბონერა, საპატა, მექსე, არმერო - მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი - ჰონდა, ბონავენტურა, მენეზი.
მილანი-რომი
კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა "ჯუზეპე მეაცაზე" შედგება, სადაც "ინტერი" "ლაციოს" დაუხვდება. აქაც იგივეს თქმა შეიძლება, რაც "რომა"-"მილანის" შემთხვევაში - წინა ტურში, ორივე გუნდმა მოიგო და გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. განსაკუთრებით, ეს "ლაციოზე" ითქმის, რომელიც მესამე ადგილზე მოკალათდა.
სტეფანო პიოლი არ მალავს, რომ მილანში ფრე ურიგო შედეგი არ იქნება, თუმცა მისი გუნდი მინდორზე მოსაგებად გავა.
"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "ბიანკოჩელესტე" 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება, შეტევაში კი ანდერსონს, სტეფანო მაურის და ფილიპ ჯორჯევიჩს ვიხილავთ. თადარიგში იქნება მიროსლავ კლოზე და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება თამაშში.
"ინტერმა" "კიევოს" მოუგო, კარგად ითამაშა და რობერტო მანჩინი ოპტიმიზმით აივსო. მილანელთა დამრიგებელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სწორი გზით მიდის, ამ განწყობას კი გამყარება სჭირდება. "ნერაძური" ისევ 4-3-1-2 სქემით ითამაშებს, როდრიგო პალასიოს და მაურო იკარდის კი უკნიდან ისევ მატეო კოვაჩიჩი დაეხმარება.
მოკლედ, "ინტერის’ ტრიო სრულ მზადყოფნაშია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.
სხვა მატჩები
მიმდინარე სეზონში, გენუური გუნდები ბრწყინვალედ ასპარეზოვბენ და ბუნებრივია, მათი მატჩები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "სამპდორია" "უდინეზეს" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ მორიგი სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში. "გაძეტას" ვერსიით, სინიშა მიხაილოვიჩი ტაქტიკას შეცვლის და 4-3-3-ის მაცვლად, 4-3-1-2-ზე შეაჩერებს არჩევანს. შესაბამისად, მანოლო გაბიადინის თადარიგში დატოვებს და გამთამაშებლად რობერტო სორიანოს გაამწესებს.
როგორც ჩანს, გაბიადინის "ნაპოლიში" გადასვლა გადაწყვეტილია.
"ჯენოა" "ტორინოს" ესტუმრება და ალბათ, გვარიანად გაუჭირდება. "ტორო" ფორმაში შედის, ევროპალიგაზე "კოპენჰაგენს" გადაურბინა. აი, "ჯენოამ" კი "იუვესთან" წაგებით ხასიათი წაიხდინა. ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე პრინციპული ჯახია და ვნახოთ, რა გამოვა ამ დაპირისპირებიდან...
ბოლოს, ისიც აღვნიშნოთ, რომ მე-16 ტურის ეგიდით, ვერონულ დერბისაც ვიხილავთ. მართალია, ვერც "ვერონა" ბრწყინავს და მით უმეტეს, ვერც "კიევო", მაგრამ დერბი მაინც დერბია და წესით, "ცხელი" მატჩი უნდა გამოვიდეს.
იტალია. სერია A. XVI ტური
შაბათი. 20 დეკემბერი
სასუოლო-ჩეზენა 21.00
დისკვალიფიკაცია: კონსილი - ვოლტა.
ტრავმა: პეგოლო, მანფრედინი - მარილუნგო, პერიკო, რენძეტი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +3=1-0, (10-1)
რომა-მილანი 23.45
დისკვალიფიკაცია: ასტორი, პიანიჩი, ჰოლებასი (რომა).
ტრავმა: უჩანი, სკორუპსკი, ბალცარეტი, კასტანი - აბატე, ალექსი, დე შილიო, მასტური, ვან გინკელი, ალბერტაცი, ტორესი, რამი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +14=15-15, (56-52)
კვირა. 21 დეკემბერი
ვერონა-კიევო 15.30
დისკვალიფიკაცია: აგოსტინი - ბოტა.
ტრავმა: რაფაელი, იონიცა, ობადი, სალა, იანკოვიჩი, ლუნა, გომესი - ბოტა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=1-4, (9-9)
ატალანტა-პალერმო 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: როსეტი, ესტიგარიბია, რაიმონდი - ბარეტო, დაპრელა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +5=5-6, (16-18)
ფიორენტინა-ემპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: ვეჩინო (ემპოლი).
ტრავმა: როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი, ბაბაქარი - გუარენტე, ლაურინი, პერტიკონე.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +9=2-1, (22-8)
სამპდორია-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: რომანიოლი - ალანი.
ტრავმა: სილვესტრი, სანსონე, ვსზოლეკი - მურიელი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-4-0 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +14=11-9, (63-53)
ტორინო-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: იანსონი - პერინი, პეროტი.
ტრავმა: ბენასი, ბაშა, ლარონდო, მაზიელო - მანდრაგორა, პანიკო, კუცკა.
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +6=9-7, (23-25)
ინტერი-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ერნანესი, ვიდიჩი - ბრაავჰეიდი, ჯენტილეტი, სიანი, პერეირინია, კავანდა, კანდრევა, ედერსონი, ბილია.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +14=18-16, (63-65)
შენიშვნა: პარმა -1 ქულა
ბომბარდირები:
10 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), ჟერემი მენეზი (მილანი); 7 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"