სერია A. XVI ტური: "მილანმა" რომში 10 კაცით გაძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 დეკემბერს სერია A-ს მე-16 ტურის ორი მატჩი გაიმართა. მთავარი შეხვედრა რომში "ოლიმპიკოზე" შედგა, სადაც "რომამ" უმასპინძლა "მილანს", მაგრამ ვერ მოუგო - 0:0. სტუმრები ბოლო 20 წუთი 10 კაცი დარჩნენ, რადგან ნიკოლა რიცოლიმ კოლუმბიელი პაბლო არმერო გააძევა.

"სასუოლომ" და "ჩეზენამაც" ფრე ითამაშეს - 1:1. ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა იტალიის ნაკრების ფორვარდმა ძაძამ.

მორგან დე სანკტისი (რომა): "რომა" იმედგაცრუებულია ამ შედეგით, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ "მილანმა" ეს ქულა დაიმსახურა. მეტოქე ახლა მართლაც შესანიშნავ ფორმაშია".

სასუოლო-ჩე
ზენა 1:1
გოლები: 1:0 ძაძა (76-პენ), 1:1 ზე ედუარდო (94)

რომა-მილანი 0:0
გაძევება: არმერო (70)

1. იუვენტუსი - 39 ქულა; 2. რომა - 36; 3. ნაპოლი - 27; 4. ლაციო - 26; 5. სამპდორია - 26.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული