"კორიერე დელო სპორტის" ვერსიით, მილანური გრანდის მესვეურებმა 29 წლის ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს და არც ლონდონის "არსენალია" წინააღმდეგი, რომ ტრანსფერი შედგეს.
ლაპარაკია საიჯარო ხელშეკრულებაზე გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ "ინტერმა" სრული თანხა ამავე ზამთარს გადაიხადოს.
პოდოლსკის "არსენალში" დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და ამიტომ გუნდის გამოცვლა მისივე ინიციატივაა. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში მხოლოდ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხშირ შემთხვევაში, მეორე ნახევრიდან ერთვებოდა თამაშში.
მიუხედავად ამისა, პოდოლსკის ანგარიშზე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"