მილანის "ინტერი" ლუკას პოდოლსკის ნახევარწლიან იჯარაში 2 მლნ-ს იხდის

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" ლონდონის "არსენალს" 2 მლნ ევრო შესთავაზა თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკის ნახევარი წლით იჯარაში. გარიგების შემთხვევაში კი იტალიელები ვადის გასვლის შემდეგ, დამატებით 6 მლნ ევროს ფეხბურთელის საბოლოო გამოსყიდვაში გადაიხდიან.

ამის შესახებ La Gazzetta dello Sport იუწყება.

ამასთან დაკავშირებით კლუბების წარმომადგენლები ლონდონში შეხვედრას დღეს, 27 დეკემბერს გამართავენ და ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ. ცნობილია, რომ თავად პოდოლსკი თანახმაა კარიერა "ინტერში" გააგრძელოს.

ლუკას პოდოლკსის "არსენალთან" კონტრაქტი 2016 წლის ივნისში უმთავრდება. მიმდინარე სეზონში 29 წლის ფორვარდმა ლონდონურ კლუბში 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული