"რომას" ფორვარდ ჟერვინიოს შობის ღამეს სახლი გაუქურდეს

AutoSharing Option
"რომას" ფორვარდ ჟერვინიოს შობის ღამეს სახლი გაუქურდეს, სადიანაც მძარცველებმა ათი ათასი ევროს ღირებულების ნივთები წაიღეს.

მანამდე კოტდივუარელმა ტვიტერში დაწერა, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით იტალიიდან სამშობლოში გამგზავრებას აპირებდა, რამაც როგორც ჩანს, კრიმინალებს უბიძგა, რომის შემოგარენში მდებარე მისი ბინა გაექურდათ.

მძარცველებმა სახლიდან ძირითადად საუველირო ნაწარმი, საათები და ძვირფასეულობა წაიღეს. იტალიის პოლიციას მომხდარის შესახებ ფეხბურთელის ძმამ შეატყობინა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა იტალიაში კრიმინალთა სამიზნედ უცხოელი ფეხბურთელები ხდებიან. მანამდე ბელგიელ რაჯა ნაინგოლანს ავტომობილიდან მაგნიტოფონი და ქურთუკი მოპარეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული