ლუკას პოდოლსკი 24 საათში მილანში ჩავა, რათა "ინტერში" მედშემოწმება გაიაროს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი "ინტერში" გადასვლასთან ახლოსაა - ფეხბურთელი უახლოეს 24 საათში მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

მიუხედავად ამისა, კლუბები 29 წლის გერმანელის ტრანსფერის თაობაზე ჯერაც არ არიან შეთანხმებულნი. გარიგების პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ახლა მოლაპარაკებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ცნობილია ის, რომ პოდოლსკი "ინტერში" იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს.

სავარაუდოდ, იჯარის დასრულების შემდეგ მილანელები ფორვარდის გამოსყიდვას 5 მილიონ ევროდ შეძლებენ.

მიმდინარე სეზონში ლუკას პოდოლსკიმ ინგლისის პრემიერლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი
ვერ გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული