Le 10 Sport-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "პარი სენ-ჟერმენი" იჩენს. ფეხბურთელის გადაბირება ასევე სურთ "ინტერსა" და "ოლიმპიაკოსს".
შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი "ლივერპულში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მილანიდან" გადავიდა. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 11 მატჩში ითამაშა, მათგან 8-ში - სასტარტო შემადგენლობაში.
ამ შეხვედრებში ბალოტელის გოლი არ გაუტანია, სამაგიეროდ 4-ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო.