10:10 13-01-2015
ნაცნობი სურათი: "იუვე" და მსაჯების მიკერძოება
AutoSharing Option
საგულისხმოა, რომ ტურინელებს ნეაპოლში ბოლოს 2000 წელს ჰქონდათ მოგებული. მატჩის შემდეგ არაერთი საინტერესო კომენტარი გაკეთდა, ყველაზე მეტს კი მარტინ კასერესის გოლზე საუბრობენ, რომელიც დარტყმის მომენტში თამაშგარეს ზღვარზე იყო და ლაინსმენს შეეძლო, რომ გოლი გაეუქმებინა...
რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "კარგად ვიცი, რომ "იუვენტუსი" ძლიერი გუნდია და მისი დამარცხება ურთულესი საქმეა, მაგრამ მეორე მხრივ, მსაჯები მართლაც ხშირად ცდებიან ტურინელთა სასარგებლოდ. თუ დავაკვირდებით, "იუვენტუსთან" მატჩების შემდეგ ხშირად ვამბობ, რომ ყველაფერი ხდება და მსაჯებიც ცდებიან. სიმართლე გითხრათ, აღარ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ისევ იმავეს ვამბობ. მინდა შეგირდებს მადლობა გადავუხადო თავგანწირული თამაშისთვის, მათ თავი არ დაუზოგავთ".
მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "დავიღალე იმაზე ლაპარაკით, რომ "იუვენტუსი" თამაშებს არ ყიდულობს. როდესაც არბიტრები ჩვენ საწინააღმდეგოდ ცდებიან და ასეთი ეპიზოდები თუნდაც "სამპდორიასთან" შეხვედრაში იყო, ამას ვერავინ ამჩნევს, მაგრამ საკმარისია, ჩვენ სასარგებლოდ შეცდნენ, რომ ერთი ამბავი ტყდება. თანაც, კონკრეტულად კასერესის ეპიზოდში, ურუგვაელი მცველთან ერთ ხაზზე იყო და ცალსახად იმის მტკიცება, რომ არბიტრს გოლი არ უნდა ჩაეთვალა, არ შეიძლება.
თუ მსაჯებს ყველა შეცდომაზე გამოვეკიდეთ და საქმეს ჩამოვაშორეთ, როგორც ამას ბევრი ითხოვს, ხვალ ერთი რეფერიც აღარ დარჩება. შემდეგ მე და სენიორ დე ლაურენტისს მოგვიწევს სასტვენის აღება და მატჩების განსჯა".
აურელიო დე ლაურენტისი ("ნაპოლის" პრეზიდენტი): "დავიღალე, ასე გაგრძელება არ შეიძლება. "იუვენტუსი" ძალიან ძლიერი გუნდია და როდესაც მსაჯები ეხმარებიან, დაუმარცხებელი ხდება. მატჩს 6 არბიტრი ემსახურებოდა და ვერც ერთმა დაინახა, რომ თამაშგარე იყო - ეს ან არაკომპეტენტურობაა, ან განზრახ ქმედება. ორივე ცუდია, მაგრამ მაინც, იმედს ვიტოვებ, რომ მსაჯები შეცდნენ".
ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი): "საწყენია, რომ ისეთი განათლებული და წარმოსადეგი პიროვნება, როგორიც აურელიო დე ლაურენტისია, ასეთ აბსურდულ განცხადებას აკეთებს. ბრწყინვალე საღამო იყო, საოცარი მატჩი და არ ღირს მისთვის ჩირქის მოცხობა. იტალიაში მარცხის ღირსეულად მიღებას ცოტა ახერხებს, ყოველთვის ყველაფერი მსაჯებს ბრალდებათ. როდესაც იტალიის სუპერთასი წავაგეთ, მეტოქეს მივულოცე, "იუვეს" წარმატებები კი ახალ-ახალი სკანდალების მიზეზია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
და მიკერძოება სტატისს ავტორისგან სათაურში.. ისე ცნობისთვის კასერესი არ იყო ოფსაიდში პასი მომენტში და კიდევ ჟურნალისტი ხარ და არ შეიძლება ესე მიკორძეობით წერო
0
0
და კიდე აქაც ღნიშნა ალეგრიმ სამდორიასთან რომ შეცდენ მსაჯები რატო არავინ ამოიღო ხმა რადგან ჯუვეს სასარგებლოდ "შეცდენ" ვსიო ეს არი დაღუპეს ფეხბურთი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული