შესაძლოა, "მილანში" ფილიპო ინძაგი ლუჩანო სპალეტიმ შეცვალოს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო შესაძლოა თანამდებობიდან სულ მალე გაათავისუფლონ.

სააგენტო Rai-ს ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელობამ 41 წლის სპეციალისტს მდგომარეობის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცა.

იუწყებიან, რომ წარუმატებელი სერიის გაგრძელების შემთხვევაში, "მილანის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ინძაგის ლუჩანო სპალეტი შეცვლის.

სერია A-ს მე-19 ტურში მილანელები შინ "ატალანტასთან" დამარცხდნენ (0:1). ამჟამად "მილანს" 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIX ტური: "ნაპოლიმ" "ლაციოს" ლიგა მოუგო? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული