იტალია. სერია A. XX ტური: "ლაციომ" "მილანი" გააქრო [VIDEO]

AutoSharing Option
* სამუელ ეტო’ო გენუაშია და კარიერას "სამპდორიაში" გააგრძელებს.

* "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პიპო ინძაგის დღეები დათვლილია, მის შემცვლელად კი ჩეზარე პრანდელი და ლუჩანო სპალეტი განიხილებიან.

* "მილანმა" 1941 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო წლის პირველ ოთხ მატჩში.

* "ლაციოს" თავდამსხმელმა ფილიპ ჯორჯევიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო და შესაძლოა, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.

მე-20 ტური შაბათის ორი მატჩით დაიწყო, რომელთაგან "ლაციო"-"მილანის" დაპირისპირება უნდა გამოვარჩიოთ. "სტადიო ოლიმპიკოზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა საინტერესო მატჩი იხილეს, რომელშიც ერთმა გუნდმა აშკარად აჯობა მეორეს.

"ლაციოს" სრული დომინირება
მატჩი ხუთი წუთის დაწყებული არ იყო, როდესაც რომაელებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს, ჟერემი მენეზი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და უზუსტესი დარტყმით "მილანი" დააწინაურა. ეს იყო ფორა, რომელიც სტუმარმა მიიღო, მაგრამ ვერ ისარგებლა. მასპინძელთა უპირატესობა პირველივე ტაიმში გამოიკვეთა და სტეფანო პიოლის შეგირდებს შესვენებამდეც არაერთხელ შეეძლოთ, თამაშში გარდატეხა შეეტანათ.

თუმცა მოსახდენი მეორე ნახევარში მოხდა - რომაელებმა "დაბომბეს" მეტოქე - ერთბაშად სამი გოლი გაუტანეს...

ანგარიში მარკო პაროლომ გაათანაბრა, რომელსაც მარჯვენა ფრთიდან საგოლე გადაცემა მიროსლავ კლოზემ გაუკეთა. მეორე გოლი თავად კლოზეს ანგარიშზეა, რომელიც რიკარდო მონტოლივოს უხეში შეცდომის გამო მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ბადეში გაახვია.

მესამე გოლი ისევ პაროლოს ანგარიშზეა, მან მასპინძელთა სწრაფი იერიში დააბოლოვა, 3:1. მატჩის მიწურულს ფილიპ მექსეს უმტყუნა ნერვებმა, სტეფანო მაურის დაეტაკა და ხელჩართული ჩხუბი გააჩაღა - უფრო სწორად, მხოლოდ მექსე ჩხუბობდა, რომლის გაკავებას კარგა ხანი დასჭირდა. საბოლოოდ, ფრანგმა წითელი ბარათი მიიღო და შესაძლოა, სასჯელი დაუმძიმონ. მატჩის შემდეგ "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

იხილეთ ინციდენტის ვიდეო
Sportall.Ge

"პრობლემა რომ ჩემში იყოს, დღესვე გადავდგებოდი, მაგრამ ასეთ ფორმულირებას, უბრალოდ, ვერ დავეთანხმები. გასულ სეზონში გუნდმა ორი მწვრთნელი გამოიცვალა, "მილანი" დიდი ხანია, კრიზისშია და ამ ვითარებიდან გამოსვლას დრო სჭირდება. გუნდს სჯერა ჩემი და ეს ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. სულ რაღაც ერთი თვის წინ გაცილებით უკეთ ვთამაშობდით და ვერ დავიჯერებ, რომ ასე უცებ ყველაფერი დაგვავიწყდა.

სეზონის ბოლომდე დიდი დროა. გვაქვს შანსი, მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლოთ და იტალიის თასი მოვიპოვოთ. ყურების ჩამოყრა არ ივარგებს, შრომაა საჭირო".

იხილეთ მატჩის ვიდეო
Sportall.Ge

"მილანს" არც "ინტერი" ჩამორჩა
მილანური გუნდები შავ დღეში არიან და თამაშს თამაშზე აგებენ. "როსონერის" არც "ნერაძური" ჩამორჩა და საკუთარ მოედანზე "ტორინოსთან" წააგო. რობერტო მანჩინის შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში დასტრიალებდნენ მეტოქის საჯარიმოს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს და ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ემილიანო მორეტისგან გოლი გაუშვეს - 0:1. შედეგად, "ტორინომ" მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა, "ინტერის" კრიზისი კი გრძელდება.

მანჩინიმ ისევ 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია, ამჯერადაც მაურო იკარდი გაუშვა წინ და ამჯერადაც მატეო კოვაჩიჩი, როდრიგო პალასიო და ლუკას პოდოლსკი დაახმარა უკნიდან. შესაბამისად, თადარიგში დარჩა ჯერდან შაჩირი, რომელიც მხოლოდ მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში, მაგრამ ხეირიანი არც მას და არც მის თანაგუნდელებს არაფერი უქნიათ.

უნიათო შეტევები, არაფრისმომცემი განივი გადაცემები და უხეირო ჩაწოდებები - ჯერჯერობით, რობერტო მანჩინის "ინტერი" უსახური გუნდია და შესაბამისად, ვერც დადებითი შედეგით დაიკვეხნის. ფაქტია, რომ ვალტერ მაცარის გათავისუფლებამ და მის ადგილზე მანჩინის დანიშვნამ სწრაფი ეფექტი ვერ გამოიღო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოგბას შოუ
"იუვენტუსმა" "კიევოს" უმასპინძლა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დამაჯერებლად გაიმარჯვა - 2:0. "იუვენტუს არენაზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა პოლ პოგბას შოუ იხილეს, რომელმაც გოლი გაიტანა და მეორე გოლშიც ლომის წილი დაიდო.

ახალგაზრდა ფრანგმა ორივე შემთხვევაში ბრწყინვალედ ითამაშა - გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც ორ მეურვეს აუარა გვერდი და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა.

რაც შეეხება მეორე გოლს, პოგბამ ელეგანტურად ჩამოიღო ბურთი მეტოქის საჯარიმოში და ჰაერიდანვე დაარტყა, მეკარის მოგერიებულს კი შტეფან ლიხტშტაინერმა დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს შვეიცარიელი სათადარიგოთა სკამზე ზის, მასიმილიანო ალეგრი კი მარტინ კასერესს ენდობა - შტეფანი ამ შეხვედრაშიც თადარიგში იყო, მაგრამ მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და გოლიც შეაგდო.

რა უნდა ითქვას, "იუვენტუსი" თავის საქმეს აკეთებს და გასვლაზე თუ შინ ქულებს სტაბილურად აგროვებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეტო'ოს თვალწინ
სამუელ ეტო'ო გენუაშია და ამიერიდან, "სამპდორიას" ღირსებას დაიცავს. 33 წლის კამერუნელი "სამპა"-"პალერმოს" შეხვედრას დაესწრო, რომელიც ფრედ დასრულდა, 1:1. ორივე გუნდი მაღალი ადგილებისთვის იბრძვის და გასაკვირი არაა, რომ ძალიან დაძაბული და უშეღავათო პაექრობა გამოვიდა.

მატჩის დიდი ნაწილი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "პალერმოს" მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა. თუმცა, ბოლო 20 წუთში უკვე გენუელებმა გამოაჩინეს ფხა და შეეძლოთ, სამი ქულა გამოეგლიჯათ კერკეტი მეტოქისთვის. მთლიანობაში, შედეგი მაინც ლოგიკურია და აღებულ ქულას ორივე გუნდი ალალად იმსახურებდა. გენუელთა რიგებში ედერი გამოირჩა, სიცილიელთაგან კი თავი ფრანკო ვასკესმა გამოიჩინა.

ტრადიციულად ორიგინალური იყო "სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ფრე და სამუელ ეტო'ო ერთად, მოგების ტოლფასია.

სერია A. XX ტური
24 იანვარი
კალიარი-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 როსეტინი (20), 1:1 როსეტინი (76-სკ.), 2:1 კოპი (79)
კალიარი (4-3-2-1): ბრკიჩი - გონსალესი, როსეტინი, კაპუანო, აველარი - კრიშეტიგი, დონსა (75. საუ), დესენა - ჟოაო პედრო (68. ფარიასი), ეკდალი - ლონგო (62. კოპი)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, კანავარო, ვრსალკო - მანიანელი (85. პავოლეტი), მისიროლი, ბრიგი (69. ფლოკარი) - სანსონე (62. ფლორო ფლორესი), ბერარდი, ძაძა
გაფრთხილება: როსეტინი, კაპუანო, ეკდალი, ჟოაო პედრო - ძაძა, ფლორო ფლორესი
გაძევება: აჩერბი (88. სასუოლო)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 7-10 (4-3); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 10 000

ლაციო-მილანი 3:1
გოლები: 0:1 მენეზი (4), 1:1 პაროლო (47), 2:1 კლოზე (51), 3:1 პაროლო (81)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, ცანა, დე ვრი (69. მაურისიო), რადუ - პაროლო, ბილია, კატალდი - მაური, კანდრევა, კლოზე (74. ჯორჯევიჩი - 83. კეიტა)
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - აბატე, მექსე, ალექსი, არმერო - პოლი (83. მუნტარი), მონტოლივო, ვან გინკელი (55. პაცინი) - ელ შაარავი, Bონავენტურა (52. ჩერჩი), მენეზი
გაფრთხილება: რადუ, მაური, ბილია, კატალდი - ალექსი, არმერო, პოლი
გაძევება: მექსე (90. მილანი)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 15-2 (6-2); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 40 000

25 იანვარი
ვერონა-ატალანტა 1:0
გოლი: 1:0 სავიოლა (53)
ვერონა (5-3-2): ბენუსი - სალა (71. მარტიჩი), მარკესი (46. მარკეში), სორენსენი, მორასი, ბრივიო - პანაიოტისი, ხრისტოდოლოპულოსი (75. იონიცა), ალფრედსონი - სავიოლა, ტონი
ატალანტა (4-4-2): სპორტიელო - ბელინი, სტენდარდო, ბიავა, დელ გროსო (69. დალესანდრო) - მორალესი, კარმონა, ჩიგარინი (61. ბაზელი), ძაპაკოსტა - პინილია, დენისი (79. გომესი)
გაფრთხილება: სორენსენი, ალფრედსონი - დენისი, ბაზელი
კუთხური: 0-3; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16-11 (6-3); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 22 000

ინტერი-ტორინო 0:1
გოლი: 0:1 მორეტი (90)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო (56. შაქირი), ვიდიჩი, ანდრეოლი (44. რანოკია), ობი - გუარინი, კუზმანოვიჩი - პოდოლსკი (66. დონკორი), პალასიო, კოვაჩიჩი - იკარდი
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი (86. ბოვო), გლიკი, მორეტი - დარმიანი, ფარნერუდი (67. ელ ქადური), გაცი, ბენასი, მოლინარო - მარტინესი (58. ლოპესი), კვალიარელა
გაფრთხილება: დამბროზიო, იკარდი - დარმიანი, გაცი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10-7 (2-2); ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 45 000

იუვენტუსი-კიევო 2:0
გოლები: 1:0 პოგბა (60), 2:0 ლიხტშტაინერი (73)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი, ევრა (73. პადოინი) - მარკიზიო, ვიდალი (62. ლიხტშტაინერი), პოგბა - Pერეირა (86. პეპე) - ტევესი, მორატა
კიევო (4-4-1-1): ბიძარი - ფრეი (43. ბირაგი), გამბერინი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ბირსა, კოფიე, ჰეტემაი, სკელოტო - ბოტა (63. მეჯორინი) - პალოსკი (76. პელისიერი)
გაფრთხილება: ვიდალი, მარკიზიო - დაინელი, ფრეი, ზუკანოვიჩი, სკელოტო
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 20-8 (6-1); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 38 000

პარმა-ჩეზენა 1:2
გოლები: 0:1 პულცეტი (21), 1:1 კაშონე (76-საკ. კარში), 1:2 ალეჰანდრო (89)
პარმა (4-3-3): მირანტე - კასანი (74. რისპოლი), პალეტა, კოსტა, გობი - მაური, ლოდი (46. კასანო), ნოჩერინო - ვარელა, როდრიგესი, პალადინო (62. გალოპა)
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო, კრაინჩი, ლუკინი (51. ვოლტა), რენძეტი - ჯორჯი (81. კაცოლა), კაშონე,Eპულცეტი - ბრიენცა - ჯურიჩი, დეფრელი (62. ალეჰანდრო)
გაფრთხილება: პალეტა, მაური, პალადინო, ვარელა - რენძეტი, კრაინჩი, კაშონე
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 26-19; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 10-8 (3-5); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 17 000

სამპდორია-პალერმო 1:1
გოლები: 1:0 ედერი (6), 1:1 ვასკესი (48)
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - დუნკანი (89. კრსტიჩიჩი), პალომბო (69. რიცო), ობიანგი - სორიანო - ედერი, ბერგესიო (61. ოკაკა)
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი - მორგანელა, რიგონი, ბოლცონი (90. ბელოტი), ბარეტო, ლაზაარი (81. დაპრელა) - ვასკესი - დიბალა
გაფრთხილება: დე სილვესტრი, სორიანო, ობიანგი - ანდელკოვიჩი, გონსალესი, ბოლცონი
კუთხური: 11-8; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 10-11 (6-6); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 25 000

ფიორენტინა-რომა 1:1
გოლები: 1:0 გომესი (19), 1:1 ლიაიჩი (49)
ფიორენტინა (3-5-1-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ბასანტა - ხოაკინი, პისარო, ფერნანდესი (63. კურტიჩი), ბორხა ვალერო, პასკუალი (70. ალონსო) - კუადრადო - გომესი (78. ბაბაქარი)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, იანგა-მბივა, მანოლასი, ჰოლებასი - ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი (34. პიანიჩი) - იტურბე, ლიაიჩი (87. მაიკონი), ტოტი (79. დესტრო)
გაფრთხილება: პისარო, კუადრადო - ჰოლებასი, იანგა-მბივა
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 11-15(3-6); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 35 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

26 იანვარი
ემპოლი-უდინეზე 22.00
ნაპოლი-ჯენოა 00.00

ბომბარდირები: 13 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 10 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (პალერმო), გონსალო იგუაინი (არგენტინა)

მომდევნო ტური
31 იანვარი:
ატალანტა-კალიარი, ჯენოა-ფიორენტინა, რომა-ემპოლი.

1-ლი თებერვალი:
სასუოლო-ინტერი, პალერმო-ვერონა, უდინეზე-იუვენტუსი, ჩეზენა-ლაციო, კიევო-ნაპოლი, ტორინო-სამპდორია, მილანი-პარმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სადაა ახლა რომას ფანები 100% პენალი რომ არ დაუდო მსაჯმა ფიორეს? ახლა არაა მსაჯების მიკერძოება? ანმკიდე ტოტის თუ დაუჯდა ტელე ვათხოვებ მე:D:D:
bneli
10:16 27-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული