ფრანჩესკო ტოტი იტალიის პრეზიდენტად?

AutoSharing Option
უცნაური ხალხია იტალიელები - სულ მალე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებია და რომ არა ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილი ერთი მუხლი, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ფრანჩესკო ტოტი იქნებოდა.

მივყვეთ თანმიმდევრობით...

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იტალიის პრეზიდენტის პოსტი 89 წლის ჯორჯო ნაპოლეტანომ დატოვა და შესაბამისად, მისი შეცვლის საკითხი დადგა დღის წესრიგში. იტალია საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ სენატორები და პარლამენტის წევრები ირჩევენ.

სანამ თვითონ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, იქამდე კანდიდატთა შერჩევის პროცედურაა; დეპუტატები
და სენატორები ფარული კენჭისყრით აფიქსირებენ, თუ ვისი ხილვა სურთ საპრეზიდენტო კანდიდატად და ის პირები, რომლებიც ხმათა გარკვეულ რაოდენობას დააგროვებენ, საპრეზიდენტო არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. საგულისხმოა, კანდიდატად შეგიძლია დაასახელო ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი.

კანდიდატთა წარსადგენი ყრილობა ორიოდე დღის წინ გაიმართა და აღმოჩნდა, რომ ხმათა საკმარისი რაოდენობა ფრანჩესკო ტოტიმ მოაგროვა. აღნიშნულ ცნობას დეპუტატები და სენატორები მქუხარე ტაშით შეხვდნენ, მაგრამ მათ ერთი ნიუანსი გამოეპარათ, ან იცოდნენ და არ მიაქციეს ყურადღება - იტალიის კონსტიტუციაში არის მუხლი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტი მინიმუმ 50 წლის უნდა იყოს, ტოტი კი 38 წლისაა.

აღნიშნული მუხლის შესახებ პარლამენტის წევრებს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ლაურა ბოლდინიმ ამცნო და იქვე დასძინა, რომ ტოტის მიერ მიღებული ხმები ანულირებულია. აღნიშნულ თემაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და განაცხადა, რომ მომავალში აუცილებლად იფიქრებს პრეზიდენტობაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Ukve avirchied...tv mainc adevned tvali
dzola
15:55 03-02-2015
0
:D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული