ანტონიო კონტე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თანამდებობის დატოვების საკითხს განიხილავს.

უწინ 45 წლის სპეციალისტი აღნიშნავდა, რომ "სკუადრა აძურას", სულ ცოტა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე უხელმძღვანელებდა, მაგრამ როგორც La Gazzetta Dello Sport წერს, დღეს კონტე სხვაგვარად ფიქრობს.

შესაძლოა, კონტეს უკმაყოფილების ერთერთი მიზეზი, მის მიერ თებერვალში დაგეგმილი შეკრების გადადებაა, რისი მიზეზიც ეროვნულ გუნდში ფეხბურთელთა გაშვებაზე "იუვენტუსისა" და "რომას" უარი გახდა.

ამასთან, 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სერია A-ს 2015/16 წლების სეზონი 15 მაისს დასრულდება, თუმცა უცნობი რჩება იტალიის
თასის ფინალური მატჩის გამართვის თარიღი. კონტე სეზონის უფრო ადრე დასრულებას ითხოვდა, რათა ეროვნულ გუნდს მეტი დრო ჰქონოდა ევრო 2016-ისთვის მოსამზადებლად.

როგორც ჩანს, კონტე უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სწორედ კალენდარია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩამკვდარია იტალიური ფეხბურთი. სერია აში აღარავინ მიდის სათამაშოდ
gio123
16:49 07-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული