"რომა" ადემ ლიაიჩს და რაჯა ნაინგოლანს ახალ კონტრაქტებს უმზადებს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" მესვეურები ერთდროულად ორი მიმართულებით მუშაობენ და ცდილობენ, ადემ ლიაიჩთან და რაჯა ნაინგოლანთან ახალი კონტრაქტები გააფორმონ.

23 წლის ლიაიჩს დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს, სადაც ერთი ისეთი პუნქტია ჩაწერილი, რომელიც "რომას" მესვეურებს ძალიან არ მოსწონთ - თუ რომელიმე კლუბი 25 მილიონ ევროს გადაიხდის და თავად ფეხბურთელიც მოისურვებს სხვაგან გადაბარგებას, დედაქალაქური კლუბი წინააღმდეგ ვერ წავა.

რომაელები ლიაიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, რომელიც 2019 წლამდე იქნება გათვლილი და სადაც აღნიშნული პუნქტი აღარ იქნება.

ამასთან, ადემს წლიური
ხელფასი გაეზრდება.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლიაიჩი, ამას სულ მალე გავიგებთ.

ამასობაში, "რომას" მესვეურები სარდინიაზე ჩავიდნენ, სადაც რაჯა ნაინგოლანის თაობაზე წარმართავენ მოლაპარაკებას.

ბელგიელი სანახევროდ "კალიარის" საკუთრებაა და რომაელებს მისი სრულად გამოსყიდვა სურთ. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, სარდინიელები ნაინგოლანის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს ითხოვენ და ამ თანხას მიიღებენ კიდეც.

ამასთან, რაჯა "ჯალოროსოსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2020 წლამდე იქნება გათვლილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული