* სხვათა შორის, იტალიაში ბომბარდირთა დავაში 5 დაწინაურებული ფეხბურთელიდან ოთხი არგენტინელია: ტევესი, იკარდი, იგუაინი და დიბალა, ერთი კი ფრანგი (მენეზი).
* ტურინის "იუვენტუსის" ყველაზე სერიოზული კონკურენტი დიბალას ხელში ჩასაგდებად "მანჩესტერ იუნაიტედია".
არ წყდება საუბარი პაულო დიბალას შესახებ, რომელიც "პალერმოში" შესანიშნავად ასპარეზობს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მომდევნო სეზონიდან ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდში იასპარეზებს. 21 წლის არგენტინელის გადაბირების სურვილი "იუვენტუსმა" გამოთქვა და ამის შესახებ სიცილიური კლუბის პრეზიდენტმა მაურიციო
"სიმართლე გითხრათ, ჩემი სურვილი ზაფხულში პაულო დიბალას გასხვისებაა, რადგან ვატყობ, რომ თავად ფეხბურთელს უნდა გრანდში გადაბარგება. მსურველები რომ ბევრნი არიან, ყველამ ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ პაულო აისრულებს საწადელს. ვიცი, რომ დიბალას გადაბირებით ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და პსჟ არიან დაინტერესებულნი, თუმცა ჯერჯერობით, მხოლოდ "იუვენტუსიდან" შემეხმიანენ.
სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დამირეკა და პირდაპირ მითხრა, რომ თუ პაულოს გასხვისებას ვაპირებთ, მზად არიან, მოლაპარაკება წამოიწყონ. მეც ვუპასუხე, რომ მირჩევნია დიბალა ტურინში გადავიდეს და იტალიაში დარჩეს, რადგან სერია A-ს ვარსკვლავები ისედაც აკლია. თუმცა, მაროტამ უნდა იცოდეს, რომ დიბალას სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ".
ძამპარინი დიბალას სატრანსფერო ფასზე არ საუბრობს, თუმცა "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, სიცილიური კლუბი არგენტინელს 40 მილიონ ევროდ შეაფასებს და მაქსიმუმ, 5 მილიონი დააკლოს. ძამპარინიმ დიბალას თემა საინტერესოდ განაგრძო:
"სამწუხაროა, რომ პაულოს ზედმეტად მჭიდრო კავშირები აქვს აგენტებთან. აშკარაა, რომ პაულო უკვე გააგიჟეს და ისიც უფრო მომავალზე ფიქრობს, ვიდრე აწმყოზე. ვესაუბრე არგენტინელს და ვუთხარი, რომ აგენტები მას ისე უყურებენ, როგორც მეწველ ძროხას. ამიტომ უნდა მოერიდოს მათ და იმ კლუბს მოუსმინოს, რომელმაც დიდი ფეხბურთისკენ გზა გაუხსნა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"