22 ტურის შემდეგ ნეაპოლური გუნდი მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის.
როგორც გუნდის ლიდერმა მარეკ ჰამშიკმა აღნიშნა, მათი მიზანი არა მესამე ადგილის განმტკიცება, არამედ მეორე ადგილის დაკავებაა:
"ჟურნალისტები მუდმივად იმას წერენ, რომ "ნაპოლი" მესამე ადგილზე მყარად გრძნობს თავს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გუნდი მიაღწევს თავის მიზანს. მაგრამ რატომღაც არავინ ინტერესდება, რა არის რეალურად ჩვენი მიზანი...
გვსურს, მეორე ადგილზე ავინაცვლოთ
მესამე ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს იძლევა და თუ რა შეიძლება მოხდეს ორრაუნდიან დაპირისპირებაში, ყველამ ვნახეთ.
რეალურად, "ნაპოლი" გაცილებით ძლიერია, ვიდრე "ატლეტიკი", მაგრამ იმ კონკრეტულ შეხვედრებში შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინეთ.
გვსურს, პირდაპირ ჯგუფური ეტაპის საგზური მოვიპოვოთ, რომ ასეთი უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაზღვეულნი ვიყოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"