სერია A. XXIV ტური: მორიგი გოლი-შედევრი, როგორსაც მხოლოდ ანდრე პირლო ქმნის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 თებერვალს, იტალიის სერია A-ს XXIV ტური ერთი შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერმა ტურინის "იუვენტუსმა" ბერგამოს "ატალანტა" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 2:1.

ტურინში გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - 25-ე წუთზე ზუსტი დარტყმით ჯულიო მილიაჩო გამოირჩა. იტალიის ჩემპიონებმა გათანაბრება 39-ე წუთზე, ფერნანდო ლორენტეს გოლით შეძლეს.

"ბებერ ქალბატონს" გამარჯვება ანდრეა პირლომ (45) მოუტანა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს საჯარიმოს გარედან დარტყმით, იშვიათი სილამაზის გოლი შეაგდო.

ამ გამარჯვებით "იუვენტუსმა" 57 ქულა დააგროვა და კვლავაც სატურნირო ცხრილის ერპიროვნულ ლიდერად რჩება.

ტურის
დანარჩენი შეხვედრები 21, 22 და 23 თებერვალს გაიმართება.


იტალია. სერია A. XXIV ტური
შაბათი. 21 თებერვალი
სამპდორია-ჯენოა 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ვიტისი, კაჩატორე, რიცო, მუნიოსი, რომერო - მარკეზე, პავოლეტი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9=6-10, (23-27)

კვირა. 22 თებერვალი
მილანი-ჩეზენა 18.00
დისკვალიფიკაცია: მექსე, პალეტა, დიეგო ლოპესი - პერიკო
ტრავმა: საპატა, დე შილიო, მასტური, ელ შაარავი, აგაცი, აბატე, არმერო, ძაკარდო, პალეტა, ალექსი - მარილუნგო, ტაბანელი, ვალძანია, კაშონე, კაცოლა, პულცეტი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=1-1, (7-4)

ემპოლი-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გუარენტე - ფრეი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +3=6-5, (14-17)

ლაციო-პალერმო 18.00
დისკვალიფიკაცია: ანდერსონი - რიგონი
ტრავმა: სიანი, პერეირინია, ჯენტილეტი, ლულიჩი, ჯორჯევიჩი, ტუნკარა - რიგონი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=5-7, (34-30)

ვერონა-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრიგესი, სალა, ობადი, რაფაელი, მორასი - სტროტმანი, ბალცარეტი, კასტანი, იტურბე, იბარბო, ლობონტი, მაიკონი
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 1-5-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +1=2-8, (14-29)

პარმა-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბიაბიანი, ხორკერა, ჰარასლინი - გეიხო, დომიცი
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +16=9-14, (55-55)

ფიორენტინა-ტორინო 23.45
დისკვალიფიკაცია: ალონსო - ელ ქადური, ბოვო
ტრავმა: როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი, ოკტავიო, ვერგანი (ფიორენტინა)
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +11=8-4, (37-20)

ორშაბათი. 23 თებერვალი
ნაპოლი-სასუოლო 22.00
დისკვალიფიკაცია: იგუაინი (ნაპოლი)
ტრავმა: ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე, მესტო - პეგოლო, ტერანოვა, ვრსალკო, პელუზო
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=1-0, (4-1)

კალიარი-ინტერი 00.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიზანო, ბალცანო - ანდრეოლი, დამბროზიო, ნაგატომო, ჯონათანი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +5=14-16, (42-62).
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უნდა ამ კაცს, რას გვერჩის?!
ლევანი
18:43 21-02-2015
0

სიახლეები პოპულარული