ლუკას პოდოლსკის იტალიური ცხოვრება

AutoSharing Option
"ინტერის" გერმანელმა ახალწვეულმა ლუკას პოდოლსკიმ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა და განაცხადა, რომ აპენინებზე სულ სხვა კულტურა, წეს-ჩვეულებები და ცხოვრების წესია:

"იტალია არც ისე შორსაა გერმანიისგან, მაგრამ აქ სულ სხვა კულტურა და ცხოვრების წესია; იტალიელები კი ისე განსხვავდებიან გერმანელებისგან, როგორც ცა და დედამიწა. აქ უფრო მეგობრული ხალხია, იოლად შემოდიან კონტაქტში და არც საერთო ენის გამონახვა უჭირთ. ისე დაგელაპარაკება სრულიად უცხო ადამიანი, თითქოს ძველი ნაცნობი იყოს.

პირადად მე, მშვიდად ცხოვრება მირჩევნია და ამიტომ, უმეტესად, დროს სახლში ვატარებ. რამდენიმე დღის წინ რესტორანში
გადავწყვიტე წასვლა და ისეთი ადგილი შევარჩიე, სადაც არავინ იყო; როდესაც მივედი, რესტორანი ცარიელი იყო, ნახევარ საათში კი თითქმის ყველა მაგიდა დაიკავეს - ბევრი გამომელაპარაკა, ფოტოები გადავიღეთ და მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ ხალხი ჩემ გამო შემოვიდა. ეს სითბო და სიყვარული დასაფასებელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული