"მანჩესტერ სიტის" მფლობელები "მილანის" აქციებში 300 მლნ ევროს იხდიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მფლობელები "მილანის" აქციებში 300 მლნ ევროს იხდიან.

"მანჩესტერ სიტის" მფლობელები "მილანის" აქციების 30%-ში 300 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. ამის შესახებ "ტუტოსპორტი" იუწყება.

არაბული კონსორციუმი, რომელშიც მანსურების ოჯახიც შედის, ამჟამად იტალიური კლუბის ნაწილობრივ შესყიდვის შესაძლებლობას ჯერ მხოლოდ განიხილავს და ამ საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკებები არ გამართულა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მილანისადმი" ინტერესს ერთ-ერთი ტაივანელი ბიზნესმენი იჩენდა, რომელიც აქციათა საკონტროლო პაკეტში 1 მლრდ ევროს იხდიდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული