"მანჩესტერ სიტის" მფლობელები "მილანის" აქციების 30%-ში 300 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. ამის შესახებ "ტუტოსპორტი" იუწყება.
არაბული კონსორციუმი, რომელშიც მანსურების ოჯახიც შედის, ამჟამად იტალიური კლუბის ნაწილობრივ შესყიდვის შესაძლებლობას ჯერ მხოლოდ განიხილავს და ამ საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკებები არ გამართულა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მილანისადმი" ინტერესს ერთ-ერთი ტაივანელი ბიზნესმენი იჩენდა, რომელიც აქციათა საკონტროლო პაკეტში 1 მლრდ ევროს იხდიდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.