პაულო დიბალა: "ბარსელონაში" სათამაშოდ ხმელთაშუა ზღვასაც კი გადავცურავდი

AutoSharing Option
"პალერმოს" 21 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა პაულო დიბალამ კარგი თამაშით ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. მისით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", ტურინის "იუვენტუსი", "ნაპოლი", დორტმუნდის "ბორუსია" და "ბარსელონა" არიან. თავად ფეხბურთელის ოცნება კი "ბარსელონაში" თამაში ყოფილა.

"დავთანხმდებოდი თუ არა "ბარსელონაში" გადასვლას? ამ კლუბში სათამაშოდ ზღვასაც კი გადავცურავდი.

ცურვის სტილის შეცვლა არ დამჭირდებოდა, "ბარსელონაში" ჩასაღწევად მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის გადაცურვა იქნებოდა საჭირო", - უთხრა ნახევრად ხუმრობით დიბალამ Radio Belgrano-ს.

პაულო დიბალას მის ამჟამინდელ გუნდ "პალერმოსთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. სიცილიური კლუბის
პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი კი ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე თუ ბარსელონასაც უნდა რა პრობლემაა. 2016 წლადე ბარსას მაინც არა აქვს ტრანსფერის უფლება, მანამდე კი მაგის კონტრაქტსაც გაუვა ვადა, ნუ გაახანგრძლივებს და მორჩა. ძამპარინიმ კი თუ უნდა 100 მილიონი დაადოს, ის თავისუფალ აგენტად წავა.
giorgi
16:09 03-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული