მილანის "ინტერი" ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისთვის 7 მლნ-მდე ევროთი დაჯარიმდება

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო 6-7 მლნ ევროთი დაჯარიმდება. იტალიურ კლუბს სანქციებს უეფა დააკისრებს. ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გარდა ამისა, "ინტერს" ევროთასებზე ფეხბურთელთა განაცხადს 24-იდან 21 მოთამაშემდე შეუზღუდავენ ან განაცხადში კლუბის ახალგაზრდული აკადემიიდან მეტი მოთამაშის შეყვანას დაავალდებულებენ.

ვარაუდობენ, რომ უეფასგან სანქციები "რომასაც" ელის, თუმცა რა სახის შეიძლება იყოს სასჯელი, ჯერ უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული