"სქაი იტალიის" ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ესპანელ სპეციალისტს ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა. ბენიტესს კი ერთწლიანი ხელშეკრულება სურდა, ზაფხულში გუნდის გაძლიერების გარანტიით.
ამბობენ, მხარეები 2 კვირის ვადაში ან მიაღწევენ კონსენსუსს, ან ბენიტესი სეზონის ბოლოს წავა ნეაპოლური კლუბიდანო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"