სერია A. XXIX ტურის წინ: რომი და ფლორენცია ეპიცენტრში

AutoSharing Option
სერია A საინტერესო მატჩებით ბრუნდება, ორი პაექრობა კი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა" "ნაპოლის" უმასპინძლებს, ფლორენციაში კი "ფიორენტინა" "სამპდორიას" დაუხვდება.

"სტადიო ოლიმპიკოზე" მართლაც განსაკუთრებული მატჩია, რომელიც უდიდეს ინტერესს იწვევს. ერთმანეთის წინაშე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარდგებიან და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

ქულების დაკარგვა ორივე გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება - "რომა" ალბათ მეორე ადგილს დაკარგავს და თანაც, "ლაციოს" მისცემს გადასწრების საშუალებას, "ნაპოლი" კი ძალიან ჩამორჩება სამეულს და დიდი ალბათობით, დაემშვიდობება კიდეც ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

ერთი სიტყვით, სასწორზე ბევრი
რამ დევს...

რუდი გარსია და რაფაელ ბენიტესი ნაცად ტაქტიკას არ უღალატებენ - "რომა" 4-3-3 სქემით გაირჯება, ხოლო "ნაპოლი" 4-2-3-1-ს. ნეაპოლელები დედაქალაქში ოპტიმალური შემადგენლობით ჩადიან, რომაელებს კი დიდი დანაკლისი აქვთ - ბოლოს ჟერვინიო დაშავდა და სამი კვირით ლაზარეთში გადაინაცვლა. მსუბუქი ტრავმა აქვს ფრანჩესკო ტოტის და მისი თამაშიც საეჭვოა.

მასპინძლები ადემ ლიაიჩის, ვიქტორ იბარბოს და ხუან იტურბეს ტანდემით შეუტევენ, სტუმართა შეტევაში კი ხოსე კალეხონს, დრის მერტენსს, მარეკ ჰამშიკს და გონსალო იგუაინს
ვიხილავთ.

მწვრთნელები არ მალავენ, რომ წინ უმნიშვნელოვანესი ჯახია. რუდი გარსიას თქმით, "ნაპოლისთან" გამარჯვება კრიზისის საბოლოოდ დაძლევა იქნება და მისი გუნდი დიდი ბრძოლისთვის მზადაა.

რაფა ბენიტესმა რომაული მატჩი ფინალს შეადარა და ამით ყველაფერია ნათქვამი. მატჩი ყველაზე ადრე, იტალიური დროით 12.30 საათზეა დაგეგმილი, რაც უსაფრთხოების ნორმების დაცვით გახლავთ განპირობებული - დღისით, ტიფოზების კონტროლი უფრო მარტივია, ამ შეხვედრაში კი მოვლენათა ესკალაციის ალბათობა საკმაოდ მაღალია...

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი - დე როსი, პიანიჩი, ნაინგოლანი - იბარბო, ლიაიჩი, იტურბე
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - დავიდ ლოპესი, გარგანო - კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი - იგუაინი

მიზანი აქაც სამეულია
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ფლორენციაში შედგება, სადაც ასევე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამ შემთხვევაშიც სასწორზე 6 ქულა დევს და თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ ჩახედოთ სატურნირო ცხრილში "ფიორენტინას" და "სამპდორიას" პოზიციებს. სამეულში შესვლა ორივე გუნდს სურს, ამისთვის კი შაბათს სამი ქულის მოპოვებაა საჭირო.

ვინჩენცო მონტელა 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში მოჰამედ სალაჰის და მარიო გომესის ტანდემს აარჩევს. ეგვიპტელი შესანიშნავ ფორმაშია, წინა ტურში გერმანელმაც გაიხსენა გოლის გემო და საინტერესოა, როგორ გაირჯებიან ისინი ტანდემში.

რაც შეეხება "სამპდორიას", სინიშა მიხაილოვიჩი სავარაუდოდ, გარისკავს და ასევე შემტევ ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევს - წინა ხაზზე ლუის მურიელს, სამუელ ეტოოს და მარტინს ედერს ვიხილავთ.

გენუელთა თავდასხმის ხაზიც შთამბეჭდავად გამოიყურება და საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ "სტადიო არტემიო ფრანკიზე" შემტევი და ძალზე საინტერესო თამაში გაჩაღდება.

"ლაციო" სარდინიაზე
ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის მებრძოლი გუნდები ერთმანეთს ეთამაშებიან, რაც შესანიშნავი შანსია "ლაციოსთვის", რომ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესოს. "ბიანკოჩელესტეს" მიჯრით ექვსი მატჩი აქვს მოგებული და მეშვიდეს მოსაგებად სარდინიაზე ჩადის.

"კალიარი" კრიზისშია და ამ პაექრობაში რომაული გუნდი აშკარა ფავორიტად მოსჩანს.

სტეფანო პიოლის 4-2-3-1 ტაქტიკამ გაუმართლა და "კალიარისთანაც" ამ სქემას გამოცდის. წინ მიროსლავ კლოზე, უკნიდან კი ანტონიო კანდრევას, სტეფანო მაურის და ფელიპე ანდერსონის ტრიო. საყრდენ ხაზს დანილო კატალდი და მარკო პაროლო გაამაგრებენ.

მოკლედ, "ლაციო" კუნძულზე ოპტიმალური შემადგენლობით ჩადის, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

სერია A. XXIX ტური
შაბათი. 4 აპრილი
რომა-ნაპოლი 14.30
დისკვალიფიკაცია: ინლერი (ნაპოლი)
ტრავმა: სტროტმანი, ბალცარეტი, მაიკონი, კასტანი, ჟერვინიო, ტოტი, კეიტა, უჩანი - მიჩუ
ბოლო 6 შეხვედრა
1-5-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +15=8-8, (56-40)

ატალანტა-ტორინო 17.00
დისკვალიფიკაცია: გომესი, დენისი - ბენასი
ტრავმა: ესტიგარიბია, რაიმონდი - სილვა
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +11=8-8, (35-33)

კალიარი-ლაციო 17.00
დისკვალიფიკაცია: კაპიტელი (კალიარი)
ტრავმა: კაპუანო - პერეირინია, ჯენტილეტი, ჯორჯევიჩი, ტუნკარა, კონკო
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 6-0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +8=9-18, (31-54)

ჯენოა-უდინეზე 17.00
დისკვალიფიკაცია: ბერტოლაჩი - დანილო
ტრავმა: არიაუდო, პერინი - დომიცი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +10=3-4, (36-23)

ვერონა-ჩეზენა 17.00
დისკვალიფიკაცია: ობადი, იონიცა, გუსტავო - მარილუნგო, ტაბანელი, იაბრე, ვალძანია
ტრავმა: -
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5=5-3, (12-11)

ინტერი-პარმა 17.00
დისკვალიფიკაცია: ვიდიჩი, იკარდი - ლუკარელი
ტრავმა: ნაგატომო, ჯონათანი, დოდო, კუზმანოვიჩი - ბიაბიანი, ჰარასლინი, გალოპა, იაკობუჩი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +18=11-14, (64-53)

პალერმო-მილანი 17.00
დისკვალიფიკაცია: ანდელკოვიჩი (პალერმო)
ტრავმა: მორგანელა - ელ შაარავი, აგაცი, არმერო, მასტური, ძაკარდო, რამი, მონტოლივო, ბონავენტურა
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9=5-11, (31-37)

სასუოლო-კიევო 17.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეგოლო, ტერანოვა, ანტეი, კანავარო, ვრსალკო - მატიელო, დაინელი
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=1-2, (1-3)

ფიორენტინა-სამპდორია 20.30
დისკვალიფიკაცია: ილიჩიჩი (ფიორენტინა)
ტრავმა: როსი, ბერნარდესკი, სავიჩი, პასკუალი - დე ვიტისი, მუნიოსი, კაჩატორე
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +8=12-9, (38-40)

იუვენტუსი-ემპოლი 23.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ასამოა, რომულო, მარონე, კასერესი, პოგბა, პირლო, დე ჩელიე - გუარენტე
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 2-4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +10=3-2, (34-13)

ბომბარდირები:
16 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 15 - მაურო იკარდი (ინტერი), ჟერემი მენეზი (მილანი); 13 - გონსალო იგუაინი (არგენტინა); 13 - პაულო დიბალა (პალერმო), ლუკა ტონი (ვერონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე იუვეზეზეც 2 სიტყვა რომ გეთქვა კარგი იქნებოდა
1323
12:31 04-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული