ნეაპოლელთა ბოლო მცდელობა - 3-წლიანი კონტრაქტი რაფაელ ბენიტესს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მესვეურებს არ სურთ რაფაელ ბენიტესთან განშორება და ბოლო მცდელობას მიმართავენ, რომ ესპანელი ნეაპოლში დატოვონ.

იტალიური სპორტული პრესის ცნობით, სამხრეთული კლუბის მესვეურებმა რაფას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელიც 3 წელიწადზეა გათვლილი. მართალია, ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, პირობები მკვეთრად გაუმჯობესებულია.

ეს ბოლო მცდელობაა და თუ ბენიტესმა კიდევ ერთხელ თქვა უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაშინ ნეაპოლელები ახალი მწვრთნელის ძებნას შეუდგებიან.

სპორტულ პრესაში ბენიტესის შესაძლო შემცვლელებზე ბევრი იწერება - ყველაზე რეალურ კანდიდატად ჩეზარე პრანდელი მიიჩნევა, თუმცა ბოლო დროს ლუჩანო სპალეტის კანდიდატურაც გამოიკვეთა.
"ნაპოლის" მესვეურები ბენიტესის პასუხის მოლოდინში არიან, რაფა კი თავის პოზიციას, ალბათ, უახლოეს დღეებში დააფიქსირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული