იტალია. სერია A. XXX ტურის წინ: როცა შეცდომის უფლება აღარ გაქვს

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 30-ე ტური ბევრ საინტერესოს გვპირდება და სატურნირო ცხრილშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მოხდეს.

"სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუხვდება და სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ...

მთავარი
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ისეთ ფაზაში შევიდა, რომ თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ "ნაპოლი" კიდევ ერთხელ ვერ მოიგებს და "ფიორენტინასთან" ქულებს დაკარგავს, საბოლოოდ დაემშვიდობება სამეულში მოხვედრის შანსს.

არადა, რაფაელ ბენიტესის გუნდის მეტოქე თვით "ფიორენტინაა", გუნდი, რომელიც თავის მხრივ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის.

თუ ფლორენციელებს სამეულში შეღწევა
სურთ, მათაც მოსაგებად მოუწევთ ბრძოლა და წესით, საინტერესო და დაძაბული მატჩი უნდა ვიხილოთ.

"გაძეტა დელო სპორტი" ვარაუდობს, რომ რაფაელ ბენიტესი ნაცად ტაქტიკას აირჩევს, ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდ გონსალო იგუაინს კი შეტევაში შემდეგ სამეულს დაახმარს: ხოსე კალეხონი, ჯონათან დე გუზმანი, დრის მერტენსი.

რაც შეეხება "ფიორენტინას", ვინჩენცო მონტელა არჩევანს ალესანდერო დიამანტის, მოჰამედ სალაჰის და მარიო გომესის ტრიოზე შეაჩერებს.

შუა კვირაში, ორივე გუნდი იტალიის თასის ფინალის გარეშე დარჩა და თანაც ისე, რომ პირველი პაექრობების შემდეგ, ფავორიტებად ითვლებოდნენ - შესაბამისად, სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი - დავიდ ლოპესი, ჟორჟინიო - კალეხონი, დე გუზმანი, მერტენსი - იგუაინი.
ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო - რიჩარდსი, გონსალო, ბასანტა, ალონსო - ბორხა ვალერო, ბადელი, აკვილანი - დიამანტი, სალაჰი - გომესი

"მილანის" ბოლო შანსი
"მილანის" მწვრთნელ-ფეხბურთელები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ევროპალიგის საგზურს შეწვდებიან და იქვე დასძენენ, რომ "სამპდორიასთან" მატჩი ამ გზაზე გადამწყვეტი იქნება.

გენუელების დამარცხების შემთხვევაში, "როსონერი" მიუახლოვდება ევროზონას და გააგრძელებს ბრძოლას ექვსეულში მოსახვედრად, წაგება და ფრე კი კაპიტულაციის ტოლფასი იქნება.

ორივე გუნდი 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს - "მილანს" შეტევაში ალესიო ჩერჩი, ჟერემი მენეზი და მატია დესტრო ეყოლება, "სამპდორიას" კი ლუის მურიელი, სამუელ ეტოო და მარტინს ედერი.

თავის მხრივ, გენუელებსაც მოგება სჭირდებათ, რადგან იმედოვნებენ, რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ სამეულში მოხვედრა. მოკლედ, აქაც შემტევ, გახსნილ და დაძაბულ თამაშს უნდა ველოდოთ.

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ განსაკუთრებულად ულტრასების ეიმედება. გემახსოვრებათ, "კურვა სუდმა" "მილანის" წინა საშინაო თამაშს ბოიკოტი გამოუცხადა და ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად...

ლიდერთა ტრიო
ლიდერი "იუვენტუსი" ბოლო ადგილზე მყოფ "პარმას" შეხვდება და ბუნებრივია, რომ აშკარა ფავორიტად ითვლება. თუმცა, ემილიელებმა ბოლო ორ თამაშში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ჯერ "ინტერს" წაართვეს ქულა და შემდეგ, "უდინეზეს" მოუგეს.

მოკლედ, რობერტო დონადონის გუნდს ორ-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და შეეცდება, რომ წარმატებული სვლა განაგრძოს.

კარლოს ტევესს მსუბუქი ტრავმა აქვს, იქამდე კი გამოჯანმრთელდება, მაგრამ ალბათ, მაინც სათადარიგოთა სკამზე დარჩება, ან შესაძლოა, თავი დაიზაღვიონ და საერთოდ არ შეიყვანონ განაცხადში.

"გაძეტას" პროგნოზით, მასიმილიანო ალეგრი შეტევაში ფერნანდო ლორენტესა და ალესანდრო მატრის ტანდემს გაამწესებს, დანარჩენი კი "ენიო ტარდინიზე" გამოჩნდება.

"ლაციო" "ემპოლის" მიიღებს და ვალდებულია, რომ სამი ქულა აიღოს. თუმცა, სერია A-ში რომ ასე ვერაფერს დაგეგმავ, ესეც კარგად ვიცით და თანაც მაშინ, თუ მეტოქე კარგ ფორმაშია.

უფრო რთული ამოცანის წინაშეა "რომა", რომელიც "ტორინოს" ესტუმრება. ტურინელები რომ მიმდინარე სეზონში იოლად არაფერს თმობენ, ეს არა მარტო იტალიაში, ევროპაშიც იციან და ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა რუდი გარსია გუნდის ორ-მატჩიანი მოგებათა სერია...

სერია A. XXX ტური
შაბათი. 11 აპრილი
ჯენოა-კალიარი 20:00
დისკვალიფიკაცია: ბერტოლაჩი - დიაკიტე
ტრავმა: არიაუდო, პერინი - დონსა
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 0-1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +9=6-14, (37-44)

პარმა-იუვენტუსი 20:00
დისკვალიფიკაცია: ლუკარელი (პარმა)
ტრავმა: ბიაბიანი, ჰარასლინი, გალოპა, მარიგა, ლილა - ასამოა, ღომულო, კასერესი, პოგბა, პირლო
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 5-1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +8=13-22, (42-76)

ვერონა-ინტერი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იონიცა - ჯონათანი, დოდო, კუზმანოვიჩი, ანდრეოლი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +0=2-10, (8-28)

კვირა. 12 აპრილი
ჩეზენა-კიევო 14:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარილუნგო, ტაბანელი, იაბრე, ვალძანია, ზე ედუარდო - მატიელო, დაინელი, ფეტფატციდისი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +1=5-5, (6-11)

ატალანტა-სასუოლო 17:00
დისკვალიფიკაცია: პინილია - პელუზო
ტრავმა: რაიმონდი, კერუბინი, ბელინი - პეგოლო, ტერანოვა, ანტეი, მანიანელი, გაცოლა, ვრსალკო, დენისი
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=1-2, (8-4)

ლაციო-ემპოლი 17:00
დისკვალიფიკაცია: მაურისიო, ბასტა (ლაციო)
ტრავმა: ჯენტილეტი, ჯორჯევიჩი, კონკო, რადუ - გუარენტე
ბოლო 6 შეხვედრა
6-0-0 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +7=5-3, (29-17)

ნაპოლი-ფიორენტინა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მიჩუ - როსი, პასკუალი
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=7-11, (31-42)

ტორინო-რომა 17:00
დისკვალიფიკაცია: ბაშა - ტოროსიდისი
ტრავმა: სილვა, იანსონი - სტროტმანი, კასტანი, მაიკონი, ჟერვინიო, კეიტა, უჩანი, ტოტი
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +2=7-16, (19-42)

უდინეზე-პალერმო 17:00
დისკვალიფიკაცია: პინცი, პირისი (უდინეზე)
ტრავმა: დომიცი - მორგანელა, ბარეტო, ემერსონი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +9=7-5, (34-22)

მილანი-სამპდორია 22:45
დისკვალიფიკაცია: რეჯინი (სამპდორია)
ტრავმა: ელ შაარავი, აგაცი, არმერო, მასტური, ძაკარდო, მონტოლივო, ჰონდა - დე ვიტისი, მუნიოსი, კაჩატორე
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +19=7-9, (59-32)

ბომბარდირები: 17 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი); 15 - ლუკა ტონი (ვერონა), მაურო იკარდი (ინტერი); 13 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული