"რომა" ფრანჩესკო ტოტის კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "რომას" ხელმძღვანელობა არ აპირებს ფრანჩესკო ტოტისთან ხელშეკრულების გაგრძელებას, - ამის შესახებ Sky Sport Italia იუწყება.

38 წლის კაპიტნის კონტრაქტი დედაქალაქურ კლუბთან 2016 წლის 30 ივნისს იწურება, გამოცემის ცნობით კი, "რომაში" მისთვის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის შეთავაზებას აპირებენ.

ტოტი "რომაში" 1992 წლიდან გამოდის. გუნდის მაისურით მან 700-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და 300-ზე მეტი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული