სინიშა მიხაილოვიჩი რაფაელ ბენიტესს შეცვლის?

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა "კორიერე დელო სპორტში", რომლის მიხედვითაც, მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი იქნება.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ნეაპოლური კლუბის მესვეურებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას 46 წლის სპეციალისტთან, რომელიც "სამპდორიაში" წარმატებით მუშაობს.

როგორც ჩანს, რაფაელ ბენიტესის ნეაპოლიდან აბარგება გადაწყვეტილი ამბავია და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლი" ევროპალიგის მოგებისთვის იბრძვის და მიზნის მიღწევის საკმაოდ კარგი შანსი აქვს. თავის მხრივ, არც მიხაილოვიჩმა დამალა, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის სურს ბრძოლა და წინადადებებს სიამოვნებით განიხილავს.

"კორიერეს" მტკიცებით, მიხაილოვიჩი "ნაპოლისთან" 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და "
სამპდორიადან" სამ ფეხბურთელს გადაიბირებს: ლორენცო დე სილვესტრის, რობერტო სორიანოს და პედრო ობიანგს. მხარეები მიღწეულ შეთანხმებას არ ადასტურებენ და საეჭვოა, რომ ზაფხულამდე გარიგება ოფიციალურად გაცხადდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული