უდინეზე-ინტერი 1:2 - ორი გაძევება და გერმანელის გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აპრილს იტალიის სერია A-ს XXXIII ტური "უდინეზესა" და მილანის "ინტერის" მატჩით გაიხსნა.

მილანურმა გრანდმა მასპინძლის დამარცხება ანგარიშით 2:1 შეძლო. შეხვედრაში ანგარიში პენალტით იკარდიმ გახსნა, რასაც უბერებელი დი ნატალეს გოლი მოჰყვა, თუმცა 65-ე წუთისთვის ლუკას პოდოლსკიმ "ინტერი" წინ გაიყვანა. საბოლოოდ მოგება "ნერაძურის" დარჩა.

ამ დროისთვის "ინტერი" სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-7 ადგილზეა.

იტალია. სერია A. XXXIII ტური

28 აპრილი
უდინეზე-ინტერი 1:2
გოლები: 0:1 იკარდი (48-პენ.), 1:1 დი ნატალე (50), 1:2 პოდოლსკი (65)
უდინეზე (4
-3-1-2): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, დომიცი, პირისი - ალანი, პინცი, ბადუ - გილიერმე (44. პასკუალე - 87. პერიკა) - დი ნატალე (61. კონე), ტერო
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, ფელიპე, ვიდიჩი, სანტონი - გუარინი (65. პოდოლსკი), მედელი, კოვაჩიჩი - ერნანესი (90. გნუკური) - პალასიო, იკარდი
გაფრთხილება: კარნეზისი, ვიდმერი, პინცი - მედელი, გუარინი, პალასიო, პოდოლსკი
გაძევება: დომიცი (40. უდინეზე), ბადუ (58. უდინეზე)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-19 (1-11); ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 10 000
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული