სერია A. XXXV ტურის წინ: რომაულ-მილანური ჯახები

AutoSharing Option
ფოტოზე: რომში "ლაციო" მილანის "ინტერს" უმასპინძლებს
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე მხოლოდ 4 ტური დარჩა და იმ გუნდებისთვის, რომლებსაც სატურნირო მიზნები აქვთ გადასაჭრელი, თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სამაგიეროდ, "იუვენტუსია" სრულიად დამშვიდებული და საჩემპიონო ზეიმისთვის ემზადება...

ფიესტა "იუვენტუს არენაზე"
"იუვენტუსი" "კალიარის" უმასპინძლებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი ტურინელთათვის აღარაფერს წყვეტს, სტადიონი პირთამდე გაივსება.

საქმე იმაშია, რომ "ვეკია სენიორა" საჩემპიონო ზეიმისთვის ემზადება და "იუვენტუს არენაზე" განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება. მით უმეტეს, შუა კვირაში "ვეკია სენიორამ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი მოიგო
და გულშემატკივრების განწყობა კიდევ უფრო ამაღლდა.

გამომდინარე იქიდან, რომ "იუვესთვის" სატურნირო ინტრიგა უკვე მკვდარია, მასიმილიანო ალეგრი გადარჩენისთვის მებრძოლ "კალიარის" ექსპერიმენტალურ შემადგენლობას დაუპირისპირებს.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, დაცვაში ლეონარდო ბონუჩისთან ერთად, ანჯელო ოგბონას, სიმონე პადოინს და პაოლო დე ჩელიეს ვიხილავთ, ნახევარდაცვაში რობერტო პერეირას, კლაუდიო მარკიზიოს და სტეფანო სტურაროს, ხოლო შეტევაში სიმონე პეპეს, კინგსლი კომანს და ალესანდრო მატრის.

4-3-3 ტაქტიკა მეტად უჩვეულოა ამ "იუვენტუსისთვის" და ვნახოთ, როგორც წარმოაჩენენ თავს ის ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო იშვიათად ეძლევათ...

მთავარი მატჩები
35-ე ტურში რომაულ-მილანურ დაპირისპირებებს ვიხილავთ: "მილანი" "რომას" უმასპინძლებს, ხოლო "ინტერი" "ლაციოს" ესტუმრება. აღნიშნული მატჩები უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე ევროპალიგის საგზურებისთის ბრძოლაში. შეგიძლიათ ჩახედოთ სატურნირო ცხრილს და ამაში თავადაც დარწმუნდებით...

"რომას" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ტრადიციულად 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში ვიკტორ იბარბოს, ჟერვინიოს და სეიდუ დუმბიას გაამწესებს.

იმავე სქემით ითამაშებს "მილანიც" და შემდეგი ტრიოთი შეუტევს: კეისუკე ჰონდა, ჯაკომო ბონავენტურა და მატია დესტრო.

აღნიშნულ მატჩს "ჯალოროსისთვის" უდიდესი მნიშვნელობა აქვს, "მილანმა" კი სატურნირო მოტივაცია პრაქტიკულად დაკარგა და, როგორც ფილიპო ინძაგიმ განაცხადა, ბოლო მატჩებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.

კიდევ უფრო საინტერესოა "ლაციო"-"ინტერის" პაექრობა, სადაც ორივე გუნდი ზე-მოტიოვირებულია. "გაძეტას" პროგნოზით, მილანელებს შეტევაში ერნანესი, როდრიგო პალასიო და მაურო იკარდი ეყოლებათ, ხოლო რომაელებს ფელიპე ანდერსონი, სტეფანო მაური და ანტონიო კანდრევა.

ორივე გუნდი პირველ ნომრად შეეცდება თამაშს და წესით, ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს.

სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, მაურისიო, რადუ - პაროლო, ბილია, ლულიჩი - კანდრევა, ანდერსონი, მაური
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, რანოკია, ვიდიჩი, ჟუანი - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი - ერნანესი - პალასიო, იკარდი

სხვა მატჩები
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ნაპოლი" "პარმას" ესტუმრება და წესით, მორიგი სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელები ევროპალიგის მოგებისთვის იბრძვიან, რაფაელ ბენიტესი ემილიაში ძირითად შემადგენლობას დაეყრდნობა თავისი გონსალო იგუაინით და ხოსე კალეხონით, მარეკ ჰამშიკი კი ალბათ თადარიგში დარჩება.

"ნაპოლისთვის" კარგი ტური უნდა გამოდგეს, რადგან რომაელებს რთული მატჩები აქვთ, თვითონ კი აუტსაიდერს ეთამაშებიან.

ძალიან საინტერესო მატჩი შედგება გენუაში, სადაც "ჯენოა" "ტორინოს" უმასპინძლებს. ორივე გუნდი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის და როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე ექვსი ქულა დევს.

"სტადიო მარასიზე" ნამდვილად ჩამოცხება, რადგან ორივე ჯამპიერო, ვენტუერაც და გასპერინიც შეგირდებს მოგებაზე დაგეშავენ.

ვერონაში დერბია და მართალია, სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი არაფერს წყვეტს, მაინც იწვევს ჟურნალისტთა და გულშემატკივართა ინტერესს...

სერია A. XXXV ტური
შაბათი. 9 მაისი
იუვენტუსი-კალიარი 20:00
დისკვალიფიკაცია: დესენა, მპოკუ (კალიარი)
ტრავმა: ასამოა, რომულო, კასერესი, პოგბა (იუვენტუსი)
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +19=9-4, (57-29)

მილანი-რომა 22:45
დისკვალიფიკაცია: მექსე, დე შილიო (მილანი)
ტრავმა: აგაცი, ესიენი, სუსო - სტროტმანი, მაიკონი, კასტანი
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +15=16-14, (52-56)

კვირა. 10 მაისი
კიევო-ვერონა 14:30
დისკვალიფიკაცია: სალა, მარკესი, გრეკო (ვერონა)
ტრავმა: მატიელო, ზუკანოვიჩი - იონიცა, ალფრედსონი, გოლინი, რაფაელი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5=1-3, (10-9)

ჩეზენა-სასუოლო 17:00
დისკვალიფიკაცია: ბრიგი (სასუოლო)
ტრავმა: მარილუნგო, მაგნუსონი, პულცეტი, ლუკინი - მანიანელი, ვრსალკო, დონისი, პოლიტო, ტერანოვა, ანტეი, გაცოლა
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +0=2-3, (2-11)

პალერმო-ატალანტა 17:00
დისკვალიფიკაცია: დენისი, სპორტიელო (ატალანტა)
ტრავმა: სორენტინო, მორგანელა, ემერსონი, მაკიენოკი - რაიმონდი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +6=6-5, (21-19)

უდინეზე-სამპდორია 17:00
დისკვალიფიკაცია: ალანი - რომანიოლი, ობიანგი
ტრავმა: ევანჯელისტა, ვაგუე - ედერი, დე ვიტისი, კაჩატორე, ჯორჯევიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 0-3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +9=12-14, (55-65)

ემპოლი-ფიორენტინა 20:00
დისკვალიფიკაცია: გონსალო (ფიორენტინა)
ტრავმა: როსი, ლაძერინი, ბაბაქარი (ფიორენტინა)
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +1=3-9, (9-23)

პარმა-ნაპოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პრესტია - მიჩუ, ცუნიგა, დე გუზმანი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +11=3-13, (38-35)

ლაციო-ინტერი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯენტილეტი, ცანა, ედერსონი, პერეირინია - ჯონათანი, დოდო, კუზმანოვიჩი, ანდრეოლი, კამპანიარო
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +16=19-14, (67-65)

ორშაბათი. 11 მაისი
ჯენოა-ტორინო 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეროტი, არიაუდო, მარკეზე (ჯენოა)
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +7=9-7, (26-25)

ბომბარდირები:
20 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 18 - ლუკა ტონი (ვერონა), მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), პაულო დიბალა (პალერმო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული