"მილანმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
"მილანმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები წამოიწყო, რომელიც ამჟამად "პარი სენ-ჟერმენის" ღირსებას იცავს.

იტალიური მედიის ცნობით, მილანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი შვედი ფორვარდის აგენტ მინო რაიოლას ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობაზე უკვე ესაუბრა.

როგორც ირკვევა, მილანელები მზად არიან, "იბრა" დაიბრუნონ, თუკი ეს უკანასკნელი გაცილებით მცირე ხელფასს დათანხმდება. გალიანი მზადაა, მას სამწლიანი კონტრაქტი, წლიური 6,5 მლნ ევროს ხელფასით (პლუს ბონუსებით) შესთავაზოს.

ცნობისთვის, ზლატანს პსჟ-სთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, წელიწადში კი იქ თითქმის 14 მლნ ევროს იღებს.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ღირსებას 2010-12 წლებში
იცავდა და მასთან ერთად სკუდეტოც მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს გადაღძუებული რაღად უნდათ აწი...:დ
zura
10:26 09-05-2015
0
პსჟ-ში 14 მილიონს რომ იღებს, მინიმუმ ნახევარს საშემოსავლო ახევს საფრანგეთის :)
ლაშა
18:46 08-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული