"იუვენტუსი" მასიმილიანო ალეგრის ახალ კონტრაქტს უმზადებს, გაზრდილი ხელფასით

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და ახლა მას ახალ კონტრაქტს უმზადებს, რომელშიც ხელფასი გაცილებით მაღალი ექნება.

ალეგრიმ ტურინულ გრანდთან ერთად ჯერ სერია A-ს საჩემპიონო რბოლა ვადამდე მოიგო, შემდეგ კი მადრიდის "რეალის" ძლევით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია.

ალეგრის ამჟამინდელი კონტრაქტი 2016 წლამდეა გათვლილი. Sport Mediaset-ის ცნობით, კლუბში ორ ვარიანტს განიხილავენ - ხელშეკრულების პირდაპირ გახანგრძლივებას 2018 წლამდე ან 2017 წლამდე, ოღონდ მისი კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

ამჟამად მწვრთნელი წელიწადში 2 მლნ ევროს იღებს, ახალი
შეთანხმებით კი, მისი ხელფასი 3,5 მლნ-მდე გაიზრდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო მაქს
Juventino
16:04 16-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული