"ფიორენტინა": ვინ შეცვლის ვინჩენცო მონტელას?

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში იყო პერიოდი, როდესაც "ფიორენტინა" თამაშს თამაშზე იგებდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, ევროპალიგაზე მიიწევდა წინ და გზად მეტად ძლიერ მეტოქეებს ამარცხებდა.

მოკლედ, ვინჩენცო მონტელას გუნდი აღმავლობის გზაზე იდგა, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა დაეწყო, რასაც შეეწირა კიდეც მიმდინარე სეზონის გეგმები და მიზნები. "ფიორენტინა" გამოეთიშა ევროპალიგის გათამაშებას და იტალიის თასის ფინალის გარეშე დარჩა, სერია A-ში კი მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა და კარგ შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურს თუ მოიპოვებს.

მოკლედ, მონტელას სეზონი ჩაუვარდა და როგორც "გაძეტა დელო სპორტში" წერენ, მისი წასვლა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია...

იტალიურ სპორტულ
პრესაში იმ მწვრთნელების შესახებ წერენ, რომლებმაც შესაძლოა მონტელა შეცვალონ. ყველაზე რეალურ კანდიდატად "ზენიტის" ექსთავკაცი ლუჩანო სპალეტი მოიაზრება, რომელიც ამჟამად უსაქმოდაა და საინტერესო წინადადების მოლოდინშია.

ასახელებენ რობერტო დონადონის და ანდრეა სტრამაჩონის ვარიანტებსაც - პირველი "პარმას" თავკაცია, ხოლო მეორე - "უდინეზეს". ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული