ლუკას პოდოლსკი მილანის "ინტერს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
ლუკას პოდოლსკიმ საკუთარ "ტვიტერზე" ასეთი განცხადება დატოვა: ჩიაო "სან სირო", რამაც ნათელი გახადა, რომ 29 წლის გერმანელი შემტევი "ინტერს" ტოვებს და ლონდონის "არსენალს" უბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკასი მილანურ გრანდში გასულ ზამთარს, იჯარის წესით გადავიდა, იტალიაში 17 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და თავი ბევრი ვერაფრით წარმოაჩინა. არადა, გემახსოვრებათ, თუ რა იმედებით შეეგებნენ პოდოლსკის "ნერაძურის" გულშემატკივრები და რა დახვედრა მოუწყვეს "მალპენსას" აეროპორტში.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "ინტერში" რჩება ჯერდან შაჩირი და ეს მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვერც 23 წლის
შვეიცარიელმა წარმოაჩინა თავი. როგორც ჩანს, რობერტო მანჩინი მასში მომავალს და მეტ პერსპექტივას ხედავს.

"ინტერის" დამრიგებელმა არ დამალა, რომ შაჩირიზე დიდ იმედებს ამყარებს და სჯერა, რომ მომდევნო სეზონში ჯერდანი ბოლომდე გაიხსნება. მანჩინიმ დასძინა, რომ ახალი "ინტერის" მშენებლობას იწყებს, რომელიც ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული