ტურინის "იუვენტუსმა" მსოფლიოს ჩემპიონი დაიმატა

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სამი ხედირა კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს.

გერმანიის ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა ტურინულ გრანდთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომელიც 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში. აქვე ვთქვათ, რომ უკვე დასრულებულ სეზონში ხედირა ტრავმებმა გააწამა, რის გამოც მხოლოდ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

არანაკლებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს "სქაი სპორტს იტალია", რომლის მიხედვითაც, ანდრეა პირლო "ნიუ იორკ სიტის" მესვეურებს შეუთანხმდა და უახლოეს დღეებში ამერიკულ კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს. ითქვა ისიც, რომ ანდრეას "იუვენტუსთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ტურინული
კლუბი მზადაა, რომ სურვილის შემთხვევაში, ანდრეა გაათავისუფლოს ვალდებულებისგან.

ჯერჯერობით, "იუვენტუსის" მესვეურები არ ადასტურებენ, რომ პირლო ტოვებს იტალიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული