ახლა "როსონერის" მხოლოდ ფრანგულ კლუბთან შეთანხმების მიღწევა დარჩა.
რამდენიმე დღის წინ "მილანის" გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ შვედ აგენტთან, მინო რაიოლასთან გამართა მოლაპარაკება, ხოლო ზლატანს პირადად ესაუბრა ტელეფონზე.
Sky Sport Italia-ს ცნობით, ზლატანი "მილანის" შეთავაზებით დაინტერესებულია, რომელიც მას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ახლა იტალიელებს მხოლოდ ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკება დარჩათ.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "მილანში" 2010-12 წლებში თამაშობდა. შვედის ამჟამინდელი კონტრაქტი პსჟ-სთან 2016 წლამდე მოქმედებს.