ჟოფრეი კონდოგბია - მილანის "ინტერის" ნომერ მესამე შენაძენი

AutoSharing Option
ჟოფრეი კონდოგბია მილანშია, "ინტერთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჟურნალისტებს 7-ნომრიანი მაისურიც აუფრიალა.

"ნერაძურის" მესვეურებმა ჯიბეზე ხელი გაიკრეს და ფეხბურთელში ისეთი თანხა გადაიხადეს, იტალიაში ტკბილ 90-იანებშიც რომ იშვიათად იხდიდნენ. მართალია, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ფულიც გაუფასურდა, მაგრამ აღნიშნული ტრანსფერი მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. ოფიციალურად, "ინტერმა" 22 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, ამაზე მეტი თანხა კი მილანელებს ისტორიაში მხოლოდ ორ ფეხბურთელში აქვთ გადახდილი.

მოდი, გადავხედოთ "ნერაძურის" 10 ყველაზე ძვირად ღირებულ ტრანსფერს:

1. კრისტიან ვიერი - 45 მილიონი ევრო
(1999 წელი); 2. ერნან კრესპო - 36 მილიონი (2002); 3. ჟოფრეი კონდოგბია - 35 მილიონი (2015); 4. რონალდო - 28 მილიონი (1997); 5. ფრანჩესკო ტოლდო - 26.5 მილიონი (2001); 6. დიეგო მილიტო - 25 მილიონი (2009); 7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 24.8 მილიონი (2006); 8. რიკარდო კუარეჟმა - 24.6 მილიონი (2008); 9. კლარენს ზეედორფი - 24.5 მილიონი (2000); 10. ფაბიო კანავარო - 23 მილიონი (2002).

კონდოგბია იტალიური პრესის ყურადღების ცენტრში რჩება, თავად ფეხბურთელმა კი მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"რატომ შევაჩერე არჩევანი "ინტერზე"? - ლეგენდარული კლუბია დიდი გეგმებით და ამიტომ. ველაპარაკე რობერტო მანჩინის, რომელსაც ჩემი ეიმედება და ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო და "ინტერის" გულშემატკივრები გავახარო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბობო პირველია ;)
კაი რაა!
16:13 23-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული