მარიო მანჯუკიჩი ოფიციალურად "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ხორვატი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი მიუნხენიდან მადრიდში, იქიდან კი ტურინში მოხვდა - 22 ივნისს ის ოფიციალურად გახდა "იუვენტუსის" ფეხბურთელი. მადრიდის "ატლეტიკომ" ტურინულ გრანდს ფორვარდი 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმო.

29 წლის მანჯუკიჩმა ტურინში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ხელი ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა.

"იუვენტუსი" მოხარულია გაცნობოთ, რომ "ატლეტიკოსთან" მიღწეულია შეთანხმება და 19 მილიონ ევროდ მარიო მანჯუკიჩი "იუვეს" ფეხბურთელია. სატრანსფერო თანხა კიდევ 2 მილიონით შესაძლოა გაიზარდოს. ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა", - აცხადებს "ვეკია სენიორას" ოფიციალური საიტი.

"მოხარული ვარ, რომ "იუვენტუსში" მოვხვდი. ვფიქრობ, მასიმილიანო
ალეგრი კარგად იცნობს ჩემს შესაძლებლობებს და მაქსიმუმ სასარგებლოს გამოადნობს ჩემგან კლუბისთვის", - განაცხადა ხორვატმა ახალწვეულმა.

"იუვენტუსს" ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელები ჰყავდა. მე ხშირად მითამაშია მათ წინააღმდეგ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. ეს მართლაც დიდებული გუნდია. ამიტომაც ძალიან გახარებული ვარ, რომ კარიერას აქ გავაგრძელებ", - განაცხადა მანჯუკიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული