სერია A: მოულოდნელად, ყველაზე ხელგაშლილები

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" გუშინდელი ნომერი ასეთი სათაურით გამოვიდა: "სერია A პირველობას იბრუნებს, ჩვენ ვხარჯავთ იმდენს, რამდენსაც არავინ სხვა"... ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ლაპარაკია ტრანსფერებზე და მოულოდნელად, ბაზარზე ყველაზე აქტიურნი სწორედ იტალიური კლუბები არიან.

ამ დროისთვის, იტალიურ კლუბებს ფეხბურთელებში 266 მილიონი ევრო აქვთ დახარჯული და ამ მაჩვენებლით ლიდერობენ კიდეც. შემდეგ მოდიან ესპანელები, რომლებმაც ფეხბურთელებში 231 მილიონი ევრო გადაიხადეს; ინგლისელების დანახარჯმა 188 მილიონი შეადგინა, ფრანგებმა კი მხოლოდ 44 მილიონი ევრო გაიმეტეს.

ბოლო წლებში, იტალიური კლუბები სატრანსფერო ბაზარზე ევროპული ფეხბურთის გრანდებს
კონკურენციას ვერ უწევდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, რეალობა იცვლება. აპენინელი საფეხბურთო ექსპერტების პროგნოზით, სერია A-ს ბინადრები ტემპს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეინარჩუნებენ და დიდი ალბათობით, პირველ ადგილს არავის დაუთმობენ.

თუმცა, მთავარია, რა მოხდება საფეხბურთო მოედნებზე და რამდენად კონკურენტუნარიანი გუნდები ეყოლებათ იტალიელებს მომდევნო სეზონში ევროთასებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული