ოფიციალურად: მირანდა მილანის "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას გადის

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ოფიციალურმა "ტვიტერმა" გამოაქვეყნა 30 წლის ბრაზილიელი მირანდას ფოტო - მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი მილანურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

მირანდას "ატლეტიკოსთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე ჰქონდა. მადრიდული კლუბი მას "ინტერში" 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ უშვებს.

გასულ სეზონში მირანდამ "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული