ჯანლუიჯი ბუფონმა ჯენარო გატუზო კუთვნილი გუნდის მწვრთნელად დანიშნა
AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო, რომელიც ბოლოს ბერძნულ ოფი-ს წვრთნიდა, იტალიის საფეხბურთო პირველობის მესამე დივიზიონის გუნდის, "კარარეზეს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ამ კლუბს 2011 წლიდან ფლობს ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი.
შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო გასულ სეზონში ოფი-ში გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილთან ერთად მუშაობდა, რის შემდეგაც გუნდი დატოვა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.