პსჟ მზადაა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანს" 5,5 მილიონ ევროდ დაუთმოს

AutoSharing Option
"მილანი" "პარი სენ-ჟერმენთან" ზლატან იბრაჰიმოვიჩის იტალიაში დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკაებას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, პარიზელები მზად არიან 33 წლის შვედი ფორვარდი 5,5 მლნ ევროდ დათმონ.

არსებული ინფორმაციით, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა მის აგენტ მინო რაიოლასთან.

მილანური კლუბი მზადაა, იბრაჰიმოვიჩს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, სადაც წლიური 5,5 მლნ ევროს ოდენობის ხელფასი იქნება გათვალისწინებული, პლუს - ბონუსები.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა. ამ გუნდთან ერთად შვედმა სერია A და იტალიის სუპერთასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული