"მილანის" დატოვება გამიძნელდა, მაგრამ... სტეფან ელ შაარავი მონაკოელია

AutoSharing Option
მიუხედავად "მილანის" გულშემატკივართა პროტესტისა, სტეფან ელ შაარავი "მონაკოში" გადაბარგდა და კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

22 წლის ფორვარდი ახალ კლუბში 1-წლიანი იჯარით გადავიდა, თუმცა მონაკოელებმა სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის ვალდებულება აიღეს.

ამ ზაფხულს "მილანი" 3 მილიონ ევროს მიიღებს, ერთი წლის შემდეგ კი კიდევ 16 მილიონს.

მოკლედ, "პატარა ფარაონი" მშობლიურ გუნდს გამოეთხოვა და მონაკოში გამართულ პრეზენტაციაზე შემდეგი განაცხადა:

"სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს იმასთან შეგუება, რომ "მილანის" ფეხბურთელი აღარ ვარ. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ჯერ ვერც ვაანალიზებ ახალ რეალობას.

თუმცა, ბრმად არ
მიმიღია "მონაკოში" გადმობარგების გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ კარგი დროა ახალი გამოწვევის მისაღებად.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი, ბევრი გოლი გავიტანო და იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული