მატეო კოვაჩიჩი, როგორც პირლო და მოდრიჩი

AutoSharing Option
სპორტულ პრესაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მატეო კოვაჩიჩის "ინტერიდან" შესაძლო აბარგების შესახებ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მილანში რჩება და სეზონის სტარტს მოუთმენლად ელოდება.

ამასთან, კოვაჩიჩმა საკუთარი მოსაზრებები აფრქვია "ინტერის" ტაქტიკა-სტრატეგიასა და გუნდში მის როლთან დაკავშირებით:

"ვფიქრობ, რომ "ინტერის" მესვეურები სატრანსფერო კამპანიას წარმატებით აწარმოებენ და გუნდი ძლიერდება. რობერტო მანჩინი ბურთის ფლობაზე აკეთებს აქცენტს და ესეც ძალიან სწორი მიმართულებაა. თანამედრივე ფეხბურთში სწორედ ის გუნდები ბრწყინავენ, რომლებიც პირველი ნომრიდან თამაშობენ და ასე უნდა იყოს "ინტერიც".

ბევრჯერ წავიკითხე, რომ თითქოს, ვტოვებდი "ინტერს",
მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მილანში ვრჩები და ვეცდები, რომ "ნერაძურისთან" ერთად, დიდ წარმატებებს მივაღწიო. ყველაზე მეტად ცენტრში თამაში მხიბლავს და იმედი მაქვს, რომ რობერტო მანჩინი საყვარელ პოზიციაზე მათამაშებს.

ჩემი კუმირები ანდრეა პირლო და ლუკას მოდრიჩი არიან - მათსავით მსურს თამაში და შესაბამისად, საკუთარ თავს ცენტრში ვხედავ. დაველოდოთ სეზონის სტარტს და ყველაფერი გამოჩნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული